ფოთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკვები პროდუქტები ფოთის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღის 1800 აღსაზრდელს გადაეცემა,რომლის პროცესს ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ უზრუნველყოფს.

„დღეს დავიწყეთ პროდუქტების გაცემა. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია სხვადასხვა სახეობის არამალფუჭებადი სასურსათო პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. პროდუქტების გაცემისას დაცულია Covid-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და მინდა, მადლობა გადავუხადო ბაღების თანამშრომლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის უდიდესი შრომა გაწიეს“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებმა ,ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა მარინე ზარანდიამ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ გაუწიეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ფოთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია, კვებისთვის განკუთვნილი თანხით კი აღსაზრდელებისთვის გადასაცემი სასურსათო პროდუქტის შეძენა მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა