რატი იონათამიშვილი მინისტრობის კანდიდატებისგან არასრულწლოვანთა და შშმ პირთა უფლებებით დაინტერესდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი მინისტრობის კანდიდატებისგან არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებით დაინტერესდა.

რატი იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა, როგორ გააუმჯობესებს შს არასრულწლოვანებზე მორგებულ გარემოს.

ამასთან, რატი იონათამიშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ არჩევა მიულოცა.

"თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ იმ მნიშვნელოვანი რეფორმის საფუძველი, რაც იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ახალი კანონის მიღება, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტში იყო ერთ-ერთი პროგრესული კანონი. ამ მოსაზრებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც იზიარებენ. თქვენ აღნიშნეთ, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის კოლოსალური როლი შეასრულა ამ კანონის იმ ფორმით მიღებამ, რა ფორმითაც იგი მივიღეთ. ახლა მნიშვნელოვანი იქნება მისი იმპლემენტაცია, რასაც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. როგორც ვიცი, სამინისტროს უკვე აქვს გადადგმული აქტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით, კანონმა გააჩინა კანონქვემდებარე აქტების ვალდებულება. საინტერესოა, ახლა რა ეტაპზე ვართ ამ მიმართულებით?", - მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს რატი იონათამიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“