იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენი მოქალაქეები მუნიციპალურ სერვისებს შეუფერხებლად მიიღებენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ქალაქის მერი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, მერიაში მისვლა არ დასჭირდებათ, ყველა სერვისს ტერიტორიულ ერთეულში, უბნების მიხედვით მიიღებენ.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საჯარო მოხელემ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე გაითავისოს და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რათა მათ შეძლონ სახელმწიფო თუ მუნიციპალური სერვისების შეუფერხებლად მიღება. ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და მოქალაქეებს მერიაში მოსვლა აღარ დასჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია შეძლონ. ისინი ყველა საჭირო სერვისს თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიიღებენ", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, იოსებ ხახალეიშვილმა გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში მშენებარე სპორტული მოედანი დაათვალიერა. სპორტული მოედნის მოწყობისთვის 70 000 ლარი იხარჯება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა