ვახტანგ გომელაური - არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ, მომავალ წელს მათთვის შესაბამისი გარემო მოეწყობა გორში, გურჯაანსა და ახალციხეში

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტან გომელაურის განცხადებით, წელს შეიქმნა არასრულწლოვნების მთავარი სამმართველო თბილისში, მათზე მორგებული გარემო დამატებით მოეწყო ბათუმში, ქუთაისსა და პანკისში, უწყება ამ მიმართულებით მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას.

ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„არასრულწლოვნების რეფორმაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, წელს შეიქმნა არასრულწლოვნების მთავარი სამმართველო თბილისში. არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო დამატებით მოეწყო ბათუმში, ქუთაისსა და პანკისში.

არასრულწლოვნებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. მომავალ წელს დამატებით მოეწყობა შესაბამისი გარემო გორში, გურჯაანსა და ახალციხეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გაკეთდა მთლიანი სართული, ფლიგელი.

არასრულწლოვანთა მიმართულებით არიან სპეციალიზებული გამომძიებლები, დეტექტივები, რომლებიც მუშაობენ. ჩართული არიან ფსიქოლოგებიც. ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ, ჩვენ გვჭირდება გამომძიებლები, ფსიქოლოგები რაიონებშიც და ამაზე ვმუშაობთ. იმედია, მომავალ წელს დავასრულებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?