ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვიანობა თითქმის გაოთხმაგებულია

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ გაიზარდა არა ოჯახში ძალადობის ფაქტები, არამედ პოლიციისადმი მიმართვის რაოდენობა.

როგორც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გომელაურმა განაცხადა, 2017 წელს ოჯახური ძალადობის 2878 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 10 ათას 266-მდე გაიზარდა.

“ბარიერი იყო პოლიციასთან მიმართვა. ხშირად რეკავდა მეზობელი, გვხდებოდა ნაცემი ადამიანი ან ბავშვი, რომ მივდიოდით ხშირად გვხვდებოდნენ ნაცემი ქალები, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაციც დაგვხვდა ნაცემი. ხშირად უფრო ხდება ქალბატონებსა და ბავშვებზე ზეწოლა. გავაკეთეთ ბევრი პრევენციული ღონისძიება, გავაკეთეთ ვიდეოები, SMS-ები, ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. 112-მა გააკეთა SOS ღილაკი. ბევრმა გამოიყენა. დაახლოებით 1400-ს ჰქონდა გამოდმოწერილი და აქტივობების შემდეგ 5 ათასმა ადამიანმა კიდევ გადმოიწერა. ცუდია, რომ ოჯახში ძალადობა იზრდება, თუმცა ისაა კარგი, რომ ქალბატონები ბედავენ და რეკავენ. 2017 წელს ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2878 საქმეზე. 2019 წელს 10 ათას 266-ზეა ასული ეს რიცხვი. თითქმის გაოთხმაგებულია მომართვა. არ ვამბობ, რომ ძალადობა იმატა, პირიქით - გამოაშკარავდა ბევრი რეკავს და ბევრი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. დეკემბრის გამოკლებით არის 9 ათას 570”, - განაცხადა გომელაურმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო