გიორგი გახარია - დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში რეალური შედეგები ვერ მიიღწევა, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დამკვიდრდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში რეალური შედეგები ვერ მიიღწევა, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დამკვიდრდა.

როგორც მან პარლამენტში, ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე განაცხადა, მმართველი გუნდი ამ თვალსაზრისით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო.

„ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც სამთავრობო პროგრამაზე ვსაუბრობთ, ქვეყნის დემოკრატიიზაციის შემდგომი კონსოლიდირება უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვერანაირი მიღწევა, იქნება ეს უსაფრთხოების მიმართულებით, რეფორმების თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ვერანაირად ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი და ვერ მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში რეალურ შედეგებს არ მივაღწევთ და თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე ქვეყანაში არ დავამკვიდრეთ. ჩვენი გუნდი ამ თვალსაზრისით ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% პირდაპირ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, ისევე, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი წარმომადგენლობა ჩვენს რეგიონში არის საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამიტომ, 2019-2020 წელი ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავების და მისი ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა გავხსნათ ახალი მიმართულებები, ახალი სფეროები. მაგალითად, ისეთი,როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, სადაც საქართველოს კონკრეტული როლის და ფუნქციის შესრულება შეუძლია“, -განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს