ვაჟა ბერიძე - მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გარდაუვალი და იქნება გამოსავალიც

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არა მარტო ახალი რეალობა ჩამოყალიბდა, არამედ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ერთპარტიული პარლამენტი და მრავალპარტიული ოპოზიციაა, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს?

- მოდით, ნუ მოვახდენთ ვითარების დრამატიზებას. ეს რეალობა, რომელიც ჩვენ არჩევნების შემდეგ მივიღეთ, არახალია. სხვა ასპექტში გავიმეორებ ჩვენი ოკეანის გაღმელი პარტნიორების შეფასებას და მეც ვიტყვი, რომ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და არაერთხელ.

ყოველი არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლებაში მოსული ერთი რომელიმე ძალა დომინირებდა. ოპოზიციის როლი პარლამენტშიც და მის გარეთაც იყო სიმბოლური, როცა იგი ვერანაირად ვერ ახდენდა არსებით ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესზე.

ყოველი არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, ხელისუფლებაში მოსული ერთი რომელიმე ძალა დომინირებდა. ოპოზიციის როლი პარლამენტშიც და მის გარეთაც იყო სიმბოლური, როცა იგი ვერანაირად ვერ ახდენდა არსებით ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესზე

უბრალოდ, საპარლამენტო ტრიბუნას იყენებდა თავისი მიზნების პოპულარიზაციისთვის. დემოკრატიებში ესეც საქმეა, მაგრამ არა სუსტ დემოკრატიებში, არაკონსოლიდირებული პოლიტიკური სისტემით. ასეთია ამ ქვეყნის არცთუ სახარბიელო სინამდვილე.

ამიტომ, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი გადაჭარბებული მგონია. მიუხედავად ექსტრაორდინალური ვითარებისა, პანდემიის პირობებში მთავრობა ფუნქციონირებს, მიმდინარეობს მისთვის ახალი მანდატის მიცემის პროცესი და ეს შესაბამისი პროცედურების დაცვით ხდება.

პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი გადაჭარბებული მგონია. მიუხედავად ექსტრაორდინალური ვითარებისა, პანდემიის პირობებში მთავრობა ფუნქციონირებს, მიმდინარეობს მისთვის ახალი მანდატის მიცემის პროცესი და ეს შესაბამისი პროცედურების დაცვით ხდება

პანდემიით დაპაუზებული ეკონომიკის მიუხედავად, სოციალური პრობლემები მინიმალურ დონეზე წყდება, გახარიას მთავრობის კრიზის-მენეჯმენტი ისეთივე ეფექტური აღარ არის, როგორც პანდემიის დასაწყისში, მაგრამ არც სერიოზულ ჩავარდნებს ჰქონია ადგილი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარდა არჩევნები, არჩევნები კი ძლიერი სტრესია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი.

უნდა ითქვას ობიექტურად, ხელისუფლებამ, დესტაბილიზაციის საფრთხე თავიდან აარიდა ქვეყანას. მიუხედავად, პირადად ჩემთვის მიუღებელი არაფორმალური მმართველობის არსებობისა, პოლიტიკური კრიზისი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.

აქვე, მე და თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა და გულშემატკივრებმა, რამდენიმე ცდომილება უნდა შევნიშნოთ გარემომცველ რეალობაში. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი იდეოლოგი ნიკა გვარამია ამბობს, მთავარია არა ფაქტი, არამედ მისი აღქმა, მივყვეთ ამ, პრინციპში, ჩემი აზრით არასწორ თეზას, ამ შემთხვევაში.

ერთპარტიული პარლამენტი ოპიზიციისა და მისი მოკავშირე მედიის აღქმაა და არა უდაო ფაქტი. არჩევნების შედეგად პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია და გაერთიანება შევიდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გაყალბდა თუ არა ეს არჩევნები და რა დოზით, ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღეთ. უარი მანდატებზე და სიების ჩახსნა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ოპოზიციის ნაბიჯია, რომელიც რეალობის არასწორი აღქმის საფუძველი ხდება.

ერთპარტიული პარლამენტი ოპიზიციისა და მისი მოკავშირე მედიის აღქმაა და არა უდაო ფაქტი. არჩევნების შედეგად პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია და გაერთიანება შევიდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გაყალბდა თუ არა ეს არჩევნები და რა დოზით, ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღეთ. უარი მანდატებზე და სიების ჩახსნა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ოპოზიციის ნაბიჯია, რომელიც რეალობის არასწორი აღქმის საფუძველი ხდება

ერთპარტიული პარლამენტი და ჩრდილოეთ კორეა გვექნებოდა, აკრძალული რომ ყოფილიყო პოლიტიკური პარტიები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულიყო, თავისუფალი მედია გამქრალიყო და ასე შემდეგ. აი, ეს იქნებოდა ერთპარტიული უდაბნო. ახლა, არც ოაზისია დემოკრატიის ეს ქვეყანა, მაგრამ არც არაფრით განსხვავდება წინა 30 წლის „პოლიტიკური სამოთხისგან“.

ახლა მიდის ერთი გაუთავებელი ისტერია - გაყალბდა თუ არა არჩევნები? გაყალბდა, რა თქმა უნდა. და განა 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ რომელი არჩევნები არ გაყალბდა? ზოგიერთ მათგანში საზოგადოების უმრავლესობის განწყობა და პოლიტიკური ნება ადეკვატურად აისახა, თუმცა, მათ ლეგიტიმურობას ძირითადად და უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების მიერ ამ არჩევნების შედეგების აღიარება.

თუ ამას არასაკმარისად მივიჩნევთ, მაშინ ყველა არჩევნების შედეგები უნდა გავაუქმოთ, უზენაესი საბჭოს უფლებამოსილება აღვადგინოთ, რომელიც დანიშნავს არჩევნებს და იმ არჩევნების შედეგებით დავიწყოთ ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა არარეალურია.

მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამრჩევი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სპექტრი რომ საპარლამენტო ტრიბუნაზე უარს ამბობს, ეს ისეთი ფანტასმაგორიაა, რომლის გაგება ევროპაშიც უჭირთ და ამერიკაშიც.

მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამრჩევი ქვეყანა და მისი პოლიტიკური სპექტრი რომ საპარლამენტო ტრიბუნაზე უარს ამბობს, ეს ისეთი ფანტასმაგორიაა, რომლის გაგება ევროპაშიც უჭირთ და ამერიკაშიც

ოპოზიციის მრავალპარტიულობაზე ბევრის თქმა მინდა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი - ამ პარტიებს შორის, თუ „პატრიოტთა ალიანსს“ არ გავითვალისწინებთ, მიზნებში, ხედვებში, სტრატეგიაში, ტაქტიკაში, ბრძოლის მეთოდებში და ასე შემდეგ, მე მიჭირს განსხვავების დანახვა.

ოპოზიციაში, როგორც მიღებული ხმების რაოდენობით, ისე საერთო ოპოზიციური პლატფორმის თვალსაზრისით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს და იქ „ლელოსა“ და კიდევ რამდენიმე თავისთავადი პოლიტიკური ძალის არსებობის მიუხედავად, ეს მრავალპარტიული ოპოზიცია, ფაქტობრივად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

ოპოზიციაში, როგორც მიღებული ხმების რაოდენობით, ისე საერთო ოპოზიციური პლატფორმის თვალსაზრისით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს და იქ „ლელოსა“ და კიდევ რამდენიმე თავისთავადი პოლიტიკური ძალის არსებობის მიუხედავად, ეს მრავალპარტიული ოპოზიცია, ფაქტობრივად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“

- არჩევნებამდე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში თქვენ პროგნოზირებდით „არჩევნების შემდეგ მოვლენების რუსული სცენარით განვითარებას“.

თქვენთან დაკავშირებამდე სოციალურ ქსელში ვნახე ამ თემაზე თქვენივე აზრი იმაზე, რომ „ამგვარად პროცესის განვითარებას ყველა მხარემ აქტიურად შეუწყო ხელი“.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ შეუწყო ხელი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არჩევნების შემდეგ პროცესების რუსული სცენარით განვითარებას?

- ჯერ დავაზუსტოთ, რა უნდათ რუსებს ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში. თუ მოვუსმენთ რუს პოლიტიკოსებს და კრემლის იდეოლოგებს, დუგინებს, სატანოვსკებს, სალავიოვებს, ჟირინოვსკის, ბაბაიანს და სხვებს, მათი მიზანია ახალი, ძლევამოსული რუსული იმპერიის შექმნა.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ამ იმპერიის, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სუბიექტები იქნებიან, თუ მათთან სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაკავშირებული, გავლენის არეალში მყოფი, ნატოსგან თავის შორს დამჭერი ქვეყნები, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მათი სამხედრო ძალით დამარცხება და მიერთება არარეალურია, იქ კონფლიქტების პროვოცირება და ცალკეული ტერიტორიების ანექსირება კი შეიძლება.

საამისოდ აუცილებელია ამ ქვეყნებში სხვადასხვა გზით სიტუაციის დესტაბილიზაცია და მერე მშვიდობისმყოფელის მანტიით, კრემლის გავლენის ჯერ გაძლიერება, ხოლო შემდეგ იმ ქვეყნებში სრული დომინირება.

აქედან გამომდინარე, რუსეთი ხელს უწყობს დესტაბილიზაციის პროცესს საქართველოსა და ქვეყნებში, საამისოდ ხშირად ფულის დახარჯვითაც კი არ იწუხებს თავს. ამდენად, საქართველოსთან მიმართებაში მისი მიზანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მხარდაჭერა, იქ თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერება, ხოლო ყველაფერ დანარჩენს ჩვენ, უგუნური ქართველები თავად გავაკეთებთ.

ეს მთელი ტექნოლოგიაა, რომლის მიზანიც ამ ეტაპზე საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობის კრიზისის შექმნა, ამ ქვეყანაში ანტისახელმწიფოებრივი ძალების წახალისება, განვითარებისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ მისწრაფებების ტორპედირება, მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ფეთქებადსაშიში სიტუაციის შექმნაა.

განა აქეთ არ მივდივართ?! მივდივართ ყველანი ერთად.

ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს რუსული სცენარის განხორციელებისთვის ხელის შეშლას, განა „რუსული სცენარის“ ხელშემწყობი არ არის? განა ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შედის და „მშვიდობიან რევოლუციას“ აანონსებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ნებისმიერ ფასად ცდილობს, ამ სცენარის მიხედვით არ მოქმედებს?

ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს რუსული სცენარის განხორციელებისთვის ხელის შეშლას, განა „რუსული სცენარის“ ხელშემწყობი არ არის? განა ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შედის და „მშვიდობიან რევოლუციას“ აანონსებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ნებისმიერ ფასად ცდილობს, ამ სცენარის მიხედვით არ მოქმედებს?

ეს ყველაფერი, სხვათაშორის, იმ ახლომხედველურმა და უგუნურმა პოლიტიკამაც მოიტანა, რომელიც რუსებთან ყოველგვარი დიალოგისგან თავის შეკავებას გულისხმობს და ამ ტვირთს მთლიანად ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აკისრებს, რომელიც საამისოდ როდის მოიცლის, არავინ იცის.

აქაოდა, რუსებთან პირდაპირი დიალოგის დროს, ჩვენი პოლიტიკოსები რუსების ზეწოლას ვერ გაუძლებენო. ამ დროს რუსეთი ჩვენთან დიალოგის გარეშეც აკეთებს რეგიონში თავის საქმეს.

რუსეთი ჩვენთან დიალოგის გარეშეც აკეთებს რეგიონში თავის საქმეს

- დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, მმართველი გუნდი დღეს ვერ გრძნობს, რომ თუკი ერთპატიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდა, ეს ტვირთი „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანას ძალზე ძვირად დაუჯდება. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლება და ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იგი იმ გარე თუ შიდა გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, ოპონენტების გარეშე მარტო აღმოჩნდება?

- ერთპარტიული პარლამენტი, როგორადაც სადღეისოდ ფორმალურად ჩამოყალიბდა ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, პოლიტიკურ პროცესზე რაიმე არსებით და განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს. როგორც აღვნიშნე, იგი მთლიანად ოპოზიციური გაერთიანების მიერ შექმნილი პროდუქტია, ის მიზანსცენაა, რომელსაც ძირითადად საგარეო მოხმარების ფუნქცია აქვს.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა რეაქცია ექნება ამაზე შტატებს და ევროკავშირს. აქამდე, ისინი ძირითადად გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და ოპოზიციას მოუწოდებენ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას.

თავისთავად ცხადია, პარლამენტის ერთპარტიულობა ქართული დემოკრატიის და პოლიტიკური სისტემის აღქმას ართულებს და ამძიმებს. ამიტომ, გარკვეული კონსენსუსი უეჭველად მისაღწევია. ამ შემთხვევაში, როცა ოპოზიცია მოლაპარაკებებზე კონსენსუსისთვის კი არ მიდის და გარკვეულ კომპრომისებისთვის მზად კი არ არის, არამედ ულტიმატუმს უყენებს მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამ ულტიმატუმის ერთადერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია. კარგია, რომ „ხელახალი არჩევნების“ ეტაპი მაინც გავიარეთ.

საბოლოო ჯამში, „გორდიას კვანძი“ უნდა გაიხსნას. ასეთი ვითარება ქვეყნისთვის, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ქვეყნის შიგნით მიუღებელი და დამაზიანებელია.

მე როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს და ანალიტიკოსს მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გარდაუვალი და იქნება გამოსავალიც. ოღონდ ეს არჩევნები უეჭველად უნდა ჩატარდეს არაუადრეს 2022 წლის შემოდგომისა.

მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის გარდაუვალი და იქნება გამოსავალიც. ოღონდ ეს არჩევნები უეჭველად უნდა ჩატარდეს არაუადრეს 2022 წლის შემოდგომისა

ბოლო დროს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ვიღაც „სერბულ ვარიანტზე“ საუბრობს, თურმე მსგავსი რამ ევროდეპუტატ კუბილიუსსაც უთქვამს, მეც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მივიჩნიე ასეთი პერსპექტივა მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო ვარიანტად და სხვათაშორის კუბილიუსზე ადრე. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით.

რასაკვირველია, ამას წინ უნდა უძღოდეს სათანადო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, დრო უნდა, დაახლოებით ორი წელი. ამის მიღწევა და რეალიზება, ასეთი იდეის, თუ მას ხელისუფლებაც დათანხმდება და ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ქუჩაში ყოფნით უფრო ძნელი მისაღწევი იქნება.

ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციის ერთი ნაწილის მოთხოვნა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს - აი, ჩვენ შევცვლით სააარჩევნო კანონმდებლობას, როგორც ჩვენ გვინდა, დავაკომპლექტებთ ცესკოს იმათით, ვინც ჩვენ გვინდა და მხოლოდ ამის შემდეგ დავთანხმდებით ვადამდელ არჩევნებსო.

ასე არ გამოვა, სამწუხაროდ საკმაოდ ძნელი იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის, პრინციპულობის და რეპუტაციის ადამიანების შერჩევა ცესკოსთვის.

ამ პრობლემას ვფიქრობ, ვერც რამდენიმე არასამთავრობო და ვერც სახალხო დამცველი ვერ მოაგვარებს. განა იმავე ცნობილი არასამთავრობოების დაკომპლექტებული არ არის დღევანდელი ცესკო? თან შეერთებული შტატების და სხვა დასავლური საელჩოების ზედამხედველობით...

- მოლაპარაკების სივრცეც ვიწროვდება, დროც იწურება და მართლაც ახლოს ვართ იმ რეალობასთან, რომ ერთპარტიული პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდეს. ასეა,

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში გარკვეული ტიპის რყევებია, ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა შეინარჩუნა ერთობა არჩევნების არაღიარებისა და ახალი არჩევნების მოთხოვნის საკითხში.

ასეა ასევე მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პროდასავლურია, დასავლეთი ოპოზიციის ბოიკოტს მხარს არ უჭერს.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მხარეებს შორის მეხუთე რაუნდის წინ ევროკავშირის ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმული კრიტიკის ადრესატი უფრო ხელისუფლება ჩანს, ვიდრე ოპოზიცია.

თუმცა, მე კითხვას ჯერ მაინც ასე დავსვამ - რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ვითარებაში, როცა მათ ბოიკოტს დასავლეთი მხარს არ უჭერს?

- ჩვენთან პროდასავლურობა-პრორუსულობა უფრო სიტყვების თამაშს გავს, ვიდრე სტრატეგიის, ტაქტიკის და პროგრამული მიზნების შეფასებას. სადღეისოდ დასავლეთი ბოიკოტს მხარს არ უჭერს, რადგან კარგად აცნობიერებს დესტაბილიზაციის საფრთხეს. თვით მედასავლეთეების შემწე დევით კრამერიც კი ცალსახად მიუთითებს, რომ ამ აურზაურით მოსკოვი იხეირებს. თუმცა, ოპოზიციას მაინც იმედი აქვს, რომ თუ იგი შეძლებს მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორებას და გაამწვავებს სიტუაციას, დასავლეთი როგორც „უაღრესად პროდასავლურებს“ მხარს მათ დაუჭერს.

ოპოზიციას მაინც იმედი აქვს, რომ თუ იგი შეძლებს მასშტაბური საპროტესტო ტალღის აგორებას და გაამწვავებს სიტუაციას, დასავლეთი როგორც „უაღრესად პროდასავლურებს“ მხარს მათ დაუჭერს

მე მაინც სხვა რამეზე მეთანაღრება გული, არ მინდა პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდეს და იქ ისე გაიხაროს, რომ გამოსავალი მხოლოდ მართლა რევოლუცია, გადატრიალება და ნგრევა არ აღმოჩნდეს. აგრეთვე, ვწუხვარ იმის გამოც, რომ შუა მართლაც ფაქტობრივად გაიკრიფა და ერთმანეთის პირისპირ ისევ მიშა და ბიძინა დგანან.

სამწუხაროა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში არ შევიდა, ამით ის ხელისუფლებაზეც იძიებდა შურს და ოპოზიციაზეც. ხელისუფლებას პრორუსული პარლამენტის შექმნის იარლიყს ააკრავდა, ხოლო ოპოზიციას ერთპარტიული პარლამენტის შესახებ მითს გაუქარწყლებდა, თან თავის ელექტორატსაც ხმას არ დაუკარგავდა პარლამენტში.

სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით, პერსპექტიულმა პოლიტიკურმა ძალამ „ლელომ“, რომელსაც სათანადო ინტელექტუალური რესურსიც აქვს და ფინანსურიც, ვერ გაბედა მესამე რეალურ ძალად და ოპოზიციის რეალურ ალტერნატივად დაეფიქსირებინა თავი.

სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით, პერსპექტიულმა პოლიტიკურმა ძალამ „ლელომ“, რომელსაც სათანადო ინტელექტუალური რესურსიც აქვს და ფინანსურიც, ვერ გაბედა მესამე რეალურ ძალად და ოპოზიციის რეალურ ალტერნატივად დაეფიქსირებინა თავი

ჩვენთან ხომ პრეკრიზისულ სიტუაციას, არამარტო ის ქმნის, რომ „ოცნებას“ კონკურენტად არ ჰყავს ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალა, ასეთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქცა, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ლიდერით და „იმ ცხრა წლიანი მმართველობის“ შემოქმედთა თავკაცობით, არამედ ისიც, რომ არც ამ ერთადერთ და 30%-ის მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციას არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, რომელიც პერსპექტივაში მაინც შეძლებდა ამომრჩეველთა უმრავლესობის მიმხრობას.

არადა, „ლელოს“ ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ ეს არ იყო იოლი და მარტივი გზა და „ლელოს“ ლიდერები ამაზე ვერ წავიდნენ. მოკლედ ვიტყვი, ყველაფრის გათვალისწინებით, გამოსავალი ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვისაც, რასაკვირველია, ვადამდელი არჩევნებია.

ყველაფრის გათვალისწინებით, გამოსავალი ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვისაც, რასაკვირველია, ვადამდელი არჩევნებია

- ბევრი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ არაკონსტრუქციული განცხადებების გამო უშედეგოდ დასრულდა ელჩების ორგანიზებით გამართული მოლაპარაკებები.

თქვენ როგორ შეფასებდით იმას, თუ მმართველმა გუნდმა დანაპირები აღასრულა და „ნაცმოძრაობას“ რეგისტრაცია გაუუქმა?

- მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა არა ირაკლი კობახიძის განცხადებების, არამედ ოპოზიციის ულტიმატუმის გამო. არარსებობდა ველი, სადაც ეს მოლაპარაკებები შეიძლება შედეგიანად დასრულებულიყო. არც ელჩები არიან აქ არაფერ შუაში.

იმ დროს, როცა ქვეყანაში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას არ აფინანსებს არც ერთი შეძლებული ადამიანი, რადგან ამას მისთვის სერიზული პრობლემები მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან, „ნაცმოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმება, ისევე როგორც სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის, არის მიუღებელი.

ნაცმოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმება, ისევე როგორც სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის, არის მიუღებელი

სხვათაშორის ასეა სულ, ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასეთ ვითარებაში „ნაცმოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმება ელექტორატის იმ 27%-ის გაუქმების ტოლფასია, რომელმაც ამ პარტიას და მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირა. ვისთვის ეს კარგია და მისაღები, ვისთვის მიუღებელი, მაგრამ რეალობა ასეთია და ამას ხელისუფლება საფინანსო რეპრესიებით ვერ შეცვლის, ვერც ეულად დატოვებული „ოცნება“ პარლამენტში.

მაშინ, როდესაც ერთ პოლიტიკურ ძალას, მმართველ პარტიას აქვს უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები და არანაირ რეგლამენტაციაზე არ არის საუბარი ამ ფინანსების გამოყენების თვალსაზრისით, ის ორი კაპიკიც რომ წაართვა ოპოზიციურ პარტიებს, აშკარად ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებაა. პირიქით, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობები უნდა ვუზრუნველვყოთ, სხვა შემთხვევაში, არჩევნები ვერასდროს იქნება კონკურენტული.

სამწუხაროდ, ჩვენთანაც და სხვაგანაც, პოლიტიკას ფული სჭირდება. ამის ალტერნატივა უნიადაგო და უსაშველო პოპულიზმია და ეს ეტაპი, როგორც არჩევნების შედეგებიც აჩვენებს, ქართულმა საზოგადოებამ გაიარა.

ასეთ შემთხვევაში პარტიამ და საზოგადოების ნაწილმა, სად უნდა იშოვოს ფინანსური რესურსი, რათა ხალხამდე მისვლა და მათი მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს?

პარტიამ და საზოგადოების ნაწილმა, სად უნდა იშოვოს ფინანსური რესურსი, რათა ხალხამდე მისვლა და მათი მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს?

მით უმეტეს იმ ვითარებაში, როცა ყველაზე ყურებადი ტელემედია ორი მთავარი პოლიტიკური სუბიექტის ფაქტობრივად პრესცენტრს წარმოადგენს და მათი მიზნების პოპულარიზაციით და მთლიანობაში პროპაგანდითაა დაკავებული.

ორივე მხარე სამ-სამ, თქვენთვის კარგად ცნობილ ტელეკომპანიას აკონტროლებს, სხვათაშორის რომელთა შენახვაც ძალიან ძვირი ჯდება და ეს ფული ფაქტობრივად პარტიულ ფინანსებში არ აღირიცხება.

- 2020 წელი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. პანდემიის მძვინვარების ფონზე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემები კიდევ უფრო გაშიშვლდა და გარკვეული კონტურები და ტენდენციები გამოიკვეთა.

რადგან წელი სრულდება, ახლა უკვე შესაძლებელია 2020 წლის შედეგებზე საუბარიც. თქვენი დაკვირვებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შედეგების თვალსაზრისით როგორი იყო 2020 წელი?

- 2020 მაინც ახალი ერის დასაწყისად შეიძლება მოვიაზროთ. მართალია, ტრამპიზმი დამარცხდა, ტრამპის ექსპერიმენტი დასრულდა, მაგრამ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს წელი და ბოლო ოთხი წელიც, რასაკვირველია, უკვალოდ გაქრება. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ტრამპმა ვერ შეაჩერა, მაგრამ შეაფერხა, ისევ გაგრძელდება.

2020 მაინც ახალი ერის დასაწყისად შეიძლება მოვიაზროთ. მართალია, ტრამპიზმი დამარცხდა, ტრამპის ექსპერიმენტი დასრულდა, მაგრამ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს წელი და ბოლო ოთხი წელიც, რასაკვირველია, უკვალოდ გაქრება. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ტრამპმა ვერ შეაჩერა, მაგრამ შეაფერხა, ისევ გაგრძელდება

თუმცა, ტრამპის ფენომენიც, მისი პოპულარობაც შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, იმის კიდევ ერთი დასტური და მანიშნებელია, რომ გლობალიზმი, როგორც იდეა, თეორია და პრაქტიკა, კრიზისს განიცდის.

მსოფლიოს ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაწილიც, არ იღებს გლობალიზაციის შედეგებს. შეერთებულ შტატებში ტრამპის პოპულარობის საფუძველი მხოლოდ ეს არ იყო, სხვა მრავალი ფაქტორიც განაპირობებდა ამას, მაგრამ მომხრეთა ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა თვით შეერთებულ შტატებშიც კი, მოწმობს, რომ ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ასევე არ მოსწონს ის რეალობა, რაც გლობალიზმს მოაქვს.

XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ვერ გახდა უფრო უსაფრთხო, ადამიანები ვერ გახდნენ სოციალურად უფრო დაცულები, სიღატაკის მასშტაბები არ შემცირებულა. შტატებს გაუჭირდა მსოფლიოს ლიდერის ტვირთის ზიდვა, თუმცა მას ვერავინ შესთავაზა რეალური ალტერნატივა. თვით ტრამპმაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი, ტრამპიზმი არ გულისხმობდა და არ გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გლობალურ დომინირებაზე უარის თქმას, იგი გულისხმობს ამის მიღწევას შეერთებული შტატების შემდგომი გაძლიერებით. მთავარი დევიზიც - „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“ - სწორედ ამას გულისხმობს.

ტრამპი არ იყო მომხრე სამხედრო ჩარევის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მას სურდა ამერიკის ეკონომიკის აყვავება, წარმოებების დაბრუნება ამერიკაში, დასაქმების პრობლემის გადაჭრა და მართლაც მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს.

ფაქტობრივად, არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე, ტრამპს მოგებული ჰქონდა საპრეზიდენტო რბოლა 2020. არ ვარ კონსპიროლოგიური თეორიების მომხრე, მაგრამ ტრამპისადმი შეურიგებლად განწყობილმა ამერიკის პოლიტიკურმა კლასმა, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებულმა Deep State-მა ის მაინც დაამარცხა და მოიშორა თავიდან.

არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე, ტრამპს მოგებული ჰქონდა საპრეზიდენტო რბოლა 2020. არ ვარ კონსპიროლოგიური თეორიების მომხრე, მაგრამ ტრამპისადმი შეურიგებლად განწყობილმა ამერიკის პოლიტიკურმა კლასმა, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებულმა Deep State-მა ის მაინც დაამარცხა და მოიშორა თავიდან

ასე იყო თუ ისე, პანდემია და ანტირასისტული მასობრივი გამოსვლები გახდა ის საყრდენი, რომელზე დაყრდნობითაც დემოკრატებმა ტრამპი დაამარცხეს.

2020 წელს ეს ექსპერიმენტი დამარცხდა. ჩემი აზრით, დროებით. ვერც ამერიკა და ვერც მსოფლიო უკვე ვეღარ იქნება ის, რაც ამ საუკუნის დასაწყისში იყო.

2020 დარჩება როგორც ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოცილების, პანდემიის და ანტირასისტული გამოსვლების წელი.

2020 დარჩება როგორც ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოცილების, პანდემიის და ანტირასისტული გამოსვლების წელი

- თქვენი აზრით, რა კორექტივებს შეიტანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს, აშშ-რუსეთის ურთიერთობებში?

- კარგით. ჩავთვალოთ, რომ ტრამპის უკანასკნელი იმედი - აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მეშვეობით ხელთ იგდოს ინიციატივა და არ დანებდეს, სავარაუდოდ, მარცხით დასრულდება.

თუმცა, ვფიქრობ, ბაიდენს და ახალ ადმინისტრაციას გაუჭირდება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს და აშშ-რუსეთის ურთიერთობების სწრაფად დაბრუნება ტრამპამდელი მოვლენათა განვითარების კალაპოტში.

ბაიდენს და ახალ ადმინისტრაციას გაუჭირდება აშშ-ევროპის, აშშ-ნატოს და აშშ-რუსეთის ურთიერთობების სწრაფად დაბრუნება ტრამპამდელი მოვლენათა განვითარების კალაპოტში

ევროპა ის ევროპა აღარაა, ბრექსიტმა სერიოზულად შეარყია ამ პროექტის მიმართ ქვეყნებისა და სახელმწიფოების ნდობა. ნატოს, საერთოდ ბევრი რამ აქვს გასარკვევი და დასადგენი, არამარტო საერთო ფინანსების ფორმირების თვალსაზრისით, არამედ სამომავლო საქმიანობის ხასიათი და მიმართულება.

რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ადმინისტრაცია თავიდანვე ხისტ პოზიციას დაიკავებს, თუმცა, რაიმე შეთანხმების მიღწევა ცალკეულ საკითხებზე უფრო რეალური გახდება, რადგან ახალ ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერას ვერავინ დასწამებს.

ახალი მიდგომების ჩამოყალიბებას დრო დასჭირდება და სადღაც მომავალი წლის ბოლოსთვის გახდება საცნაური, ახერხებს თუ ვერა შტატები ძველი სტატუსის დაბრუნებასა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ გადარჩენას. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ბევრი რამის შეცვლა და გადახედვა მოუწევს.

ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ბევრი რამის შეცვლა და გადახედვა მოუწევს

- რადგან რუსეთის თემა საქართველოსთვის ყოველთვის აქტუალური იყო და ასეთივედ რჩება, აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბარი ცალკე საუბრი აშკარად ღირს. დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის დამარცხება იმას უკავშირდება, რომ „ბოროტების იმპერიასთან ფარულ თამაშებს და გარიგებებს თავისუფალი სამყარო ვერ უება.“

აზერბაიჯან - სომხეთს შორის ომის დასრულების კვალდაკვალ, ერთი მხრივ მოსკოვმა, ხოლო მეორე მხრივ ანკარამ ღიად დააფიქსირეს თავისი ამბიციები სამხრეთ კავკასიაში დომინანტური როლის თაობაზე. თურქეთის თემას ჩვენ კიდევ შევეხებით.

რაც შეეხება რუსეთს. ფაქტია, რომ მსოფლიოს ახალი რეალობა ფორმირების სტადიაშია. ამ რეალობაში არაა ადგილი ისეთი ქცევის მოდელებზე, რომელსაც მიჩვეულია რუსეთი.

მხედველობაში მაქვს ვითარება, როცა ძალთა ბალანსზე, გავლენის სფეროებზე, მრავალპორალურობასა და ბიპოლურალობაზე კრემლის მუდმივი საუბრები აზრს კარგავს. ვითარებაში, როცა კრემლი ცდილობს შეასუსტოს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთისა და აშშ-ს პოზიციები, თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ვაშინგტონი მოსკოვთან ურთიერთობაში?

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს იმპერიის რეანიმირების პოლიტიკას, ორპოლუსიანი მსოფლიო, ვფიქრობ, აღარასდროს იქნება. რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა და პერსპექტივები კრემლის ამბიციებს უნიადაგოს ხდის. თუმცა, რუსეთი ახერხებს თავისი სამხედრო ძლიერების განმტკიცებას და შესაბამისად, არასდროს იტყვის უარს „ატომურ შანტაჟზე“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს იმპერიის რეანიმირების პოლიტიკას, ორპოლუსიანი მსოფლიო, ვფიქრობ, აღარასდროს იქნება. რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა და პერსპექტივები კრემლის ამბიციებს უნიადაგოს ხდის. თუმცა, რუსეთი ახერხებს თავისი სამხედრო ძლიერების განმტკიცებას და შესაბამისად, არასდროს იტყვის უარს „ატომურ შანტაჟზე“

დუგინები, სალავიოვები და სატანოვსკები, სხვები, ხშირად იმეორებენ, რომ დასავლეთი ვერ გაბედავს მათ წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, თავად ისინი კი, თუ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე დაემუქრება, ამას უყოყმანოდ გააკეთებენ.

ვაშინგტონი მოსკოვთან მიმართებით იქნება პრინციპული და რადიკალური, მაგრამ 2021, ვფიქრობ, ორივე მხრიდან ერთმანეთის ძალების მოსინჯვისა და პოზიციების შეჯერების წელი იქნება. მთავარი მოვლენები 2022-დან განვითარდება. დღეის გადასახედიდან არც ერთი მხარე უკან დახევას არ დააპირებს.

მთავარი მოვლენები 2022-დან განვითარდება. დღეის გადასახედიდან არც ერთი მხარე უკან დახევას არ დააპირებს

- თურქეთის პრეზიდენტმა ბაქოში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორებად რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თუ მოისურვებს სომხეთის ექვსეულის პლატფომის შექმნაზე.

ამ განცხადებით, ცხადი გახდა, რომ რომ დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის გარდა კიდევ ერთი კონკურეტი ჰყავს თურქეთის სახით. თურქეთს გამწვავებული ურთიერთობები აქვს ევროპასთან და აშშ-სთან, მაგრამ იგი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ჩვენს რეგიონში დასავლეთის მოკავშირედ რჩება.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში დომინირების თურქული ამბიციების ფონზე სავარაუდოდ როგორი პოლიტიკის გატარების გზას აირჩევს ბრიუსელი და ვაშინგტონი?

- ბრიუსელის პოლიტიკა ზოგადად ბუნდოვანი და ლაბილურია. ვაშინგტონის ხედვა, ახალი ადმინისტრაციის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მალე არ გვექნება. ამიტომაც არის, რომ ჩვენი დიდი მეზობლები - რუსეთი და თურქეთი, ჩქარობენ. ორივეს აქვს თავისი კოზირები და ამბიციები რეგიონთან მიმართებაში. სადღეისოდ არის გარკვეული სტატუს-კვო და გაურკვეველი პერსპექტივა.

საუბარი სხვადასხვა პლატფორმაზე ჯერჯერობით ნაადრევია. პუტინიც და ერდოღანიც თავინათი განცხადებების თუ გადადგმული ნაბიჯებისას თავიანთი ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან.

ის, რაც ხელს აძლევს პუტინს და ერდოღანს, შესაძლოა კატეგორიულად მიუღებელი იყოს შეერთებული შტატებისთვის, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მოთათბირების გარეშე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

ასეთია რეალობა და მიუხედავად ამისა, ჩვენმა ქვეყანამ და მისმა ნებისმიერმა ხელისუფლებამ იქედან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ პლატფორმისადმი დამოკიდებულება, რამდენად შეესატყვისება ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უკეთესი, უფრო უსაფრთხო და განვითარებული საქართველოს აშენების ამოცანას.

რუსებს აქვთ ახალი, ძლევამოსილი რუსული იმპერიის შექმნის მიზანი. თურქებს სურთ თავიანთი ქვეყნის მომავალი ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ძლევამოსილებას შეუსაბამონ.

ორივე ქვეყანაში სერიოზული მხარდაჭერა აქვს საზოგადოების გარკვეული ფენებისგან ამ მისწრაფებებს. სამხრეთ კავკასიური ქვეყნების ამოცანა გონივრული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ამ ორი დიდი ქვეყნის ვასალობაზე არ დააფუძნებენ თავიანთი ქვეყნების უკეთეს მომავალს.

„დიდი სომხეთი“, „დიდი აზერბაიჯანი“, „დიდი საქართველო“ ის მომხიბლავი ცდუნებაა, რომელიც ამ ქვეყნებს მოკავშირეების ძებნას აიძულებს, რომელთა ინტერესები მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს, თუ მტრული არ არის. „ველიკაია დერჟავა“, „დიდი თურანი“ და სხვა, რეგიონის ბალკანიზაციის და სირიიზაციის სერიოზული საფრთხეების შემცველია.

დიდი სომხეთი“, „დიდი აზერბაიჯანი“, „დიდი საქართველო“ ის მომხიბლავი ცდუნებაა, რომელიც ამ ქვეყნებს მოკავშირეების ძებნას აიძულებს, რომელთა ინტერესები მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს, თუ მტრული არ არის. „ველიკაია დერჟავა“, „დიდი თურანი“ და სხვა, რეგიონის ბალკანიზაციის და სირიიზაციის სერიოზული საფრთხეების შემცველია

ამ ლაბირინთში გარკვევას გამჭრიახი პოლიტიკოსები და გამობრძმედილი დიპლომატები სჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ ჰყავს.

- დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა ძალიან აგრესიულად და სწრაფად სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში პოზიციების გაძლიერება, ასეთ შემთხვევაში იგი სამხრეთ კავკასიაში თამაშგარედ დარჩება და ჩვენ ნებსით თუ უნებლიეთ ანკარის პლატფორმაში აღმოვჩდებით.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდი საქართველოსთვის არის შანსი უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ნატოს.

იმის გათვალისწინებით რომ ამ თემაზე საუბრები ამერიკის პოლიტიკურ წრეებში აშკარად გააქტიურებულია, თქვენ დაკვირვებით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა და ვაშინგტონმა საქართველოში პოზიციების გასაძლერებლად უფრო აგრესიულად და სწრაფად იმოქმედოს?

- სასურველია, აუცილებელია და არც გამოვრიცხავ, თუმცა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შემოთავაზება, თან სწრაფად, დასავლეთს და ვაშინგტონს გაუჭირდება. ჩვენი მთავრობები, წინაც და დღევანდელიც მზადაა ამ თვალსაზრისით გამოწვევებისთვის.

ჩვენ უკვე გვაქვს ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრი ვაზიანში, მაგრამ ერთია თანამშრომლობა ნატოსთან, ვაშინგტონთან, ერთობლივი წვრთნები, საწვრთნელი ცენტრი და მეორეა ამერიკული ან ნატოს სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე, ბუნებრივია, რუსეთს ექნება უმწვავესი რეაქცია და ჯერჯერობით პირადად ჩემთვის არაპროგნოზირებადი კონკრეტული ქმედებები.

დავუშვათ და ჩვენ მივიღეთ პარტნიორებისგან სათანადო გარანტიები, დასავლეთმა გადაწყვიტა ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა, ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინებით. ამ დროს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი, ხოლო ასე ვთქვათ, პროდასავლური ოპოზიცია 24 საათია ქუჩაშია.

დავუშვათ და ჩვენ მივიღეთ პარტნიორებისგან სათანადო გარანტიები, დასავლეთმა გადაწყვიტა ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა, ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინებით. ამ დროს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი, ხოლო ასე ვთქვათ, პროდასავლური ოპოზიცია 24 საათია ქუჩაშია

როგორი წინაპირობებია კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად? დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე მდგომ ქვეყანასთან ასეთ სერიოზულ თემებზე საუბარი ძნელია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის