სისტემური ცვლილება: სილქნეტი ფიქსირებული ქსელის არსებულ საბილინგო პლატფორმას უახლესი საბილინგო სისტემით ჩაანაცვლებს

მომხმარებელზე ორეინტირებული, კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურებისთვის სილქნეტი სისტემურ ცვლილებას გეგმავს: კომპანია ფიქსირებული ქსელის არსებულ საბილინგო პლატფორმას უახლესი საბილინგო სისტემით ჩაანაცვლებს.

გაცნობებთ, რომ „სილქნეტის“ ფიქსირებულ ქსელში, 2020 წლის 23 დეკემბრის 23:59 საათიდან, იგეგმება მასიური სისტემური ცვლილება: კომპანია, IT ტრანსფორმაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ფიქსირებული ქსელის არსებულ საბილინგო პლატფორმას უახლესი საბილინგო სისტემით ჩაანაცვლებს. ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, თანამედროვე სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს.

სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები მასიური ხასიათისაა. შესაბამისად, არსებული პლატფორმიდან ახალზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვინდა ჩვენს მომხმარებელს შევატყობინოთ იმ გეგმიური დროებითი შეფერხებების შესახებ, რაც ახალ სისტემაზე მიგრაციის შემდგომ არის მოსალოდნელი:

  • 23 დეკემბრის საღამოს 9 საათიდან, 24 დეკემბრის დილის 9 საათამდე მომხმარებელი ვერ შეძლებს გადახდების განხორციელებას. ჩვენს მომხმარებელს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და ვურჩევთ გადახდის განხორციელებას 23 დეკემბრის 9 საათამდე;
  • ახალ სისტემაზე გადართვიდან, გარკვეული პერიოდით, შეჩერებული იქნება არსებული ფიქსირებული მომსახურებების პაკეტების ჩანაცვლება სხვა პაკეტით, ან ახალი პაკეტის დამატება. აღნიშნული ქმედების შესაძლებლობა განახლდება 2021 წლის 1 იანვრიდან;
  • 23 დეკემბრის 23:59-დან, ასევე, რამოდენიმე დღის განმავლობაში, შეჩერებული იქნება ინსტალაციები და ამავე დროით გადავადდება დაზიანების აღმოსფხვრელად ადგილზე მისვლის პერიოდიც.

როგორც ყოველთვის, კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმიური სამუშაოები ემსახურება მომხმარებლისთვის მარტივი და მოხერხებული მომსახურების უზრუნველყოფას ყველაზე თანამედროვე სისტემების გამოყენებით.

ამ პროექტისთვის მზადება არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც დღეს საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აღნიშნული სამუშაოების ეფექტიანად და უხარვეზოდ ჩასატარებლად. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ საუკეთესო არჩევანი მომხმარებლისთვის. გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ აირჩიეთ ჩვენი მომსახურება. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თქვენი კმაყოფილება.

(R)

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით