თელავის მერია - თელავში ახალი ბიზნესკლასტერის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავში ახალი ბიზნესკლასტერის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზის (ალაზნის გამზირზე ,,გორგიას" მიმდებარედ ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,საგზაო-სამშენებლო -სარემონტო კომპანია სერპანტინმა,, შეასრულა, 668 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხი.

„ახალი ბიზნესკლასტერის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან 254 048 ლარით დაფინანსდა და ევროკავშირის 2020 - 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პროექტს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა