07.07.2025 / 08:38
პარლამენტმა 12 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცა

პარლამენტმა დადგენილებით 12 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია დაამტკიცა.

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„არჩევნების შედეგად მიღებული ხმების პროპორციულობით გადანაწილდა დელეგაციებში დეპუტატთა კვოტები. ფრაქცია „ქართულ ოცნებს“ – 60%, ხოლო 40% უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის, რადგან ჯერჯერობით სხვა ფრაქცია პარლამენტში არ არის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საკითხი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებას, ორგანიზაციულ საქმიანობასა და დაფინანსების წესს ეხება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს