პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა არის წარდგენილი.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატად წარდგენილია - მაია ხაჯიშვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად - ნინო ნიჟარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიის მინისტრობის კანდიდატად ჯაბა ფუტკარაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატად - გიორგი სურმანიძე.

იხილეთ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა