კომპანია "გალფი" 200-ზე მეტ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დაეხმარება

„გალფის“ მარკეტინგის დირექტორი და ვიცე პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე გვიყვება, თუ როგორ წარიმართება კამპანია.

"გალფის" ქსელში "ბავშვებისთვის" - ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 5 თეთრი საქველმოქმედო ფონდში ავტომატურად გადაირიცხება, რაც წინასაშობაოდ საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს მოხმარდება.

კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა www.bavshvebistvis.com , სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს.

ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული.

თანხა რომელიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდება წინასაშობაოდ უკლებლივ ყველა ოჯახზე გადანაწილდება.

ვიდეო: https://youtu.be/IjXiHWGQ2MU

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს