მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის - არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. ასევე, გამოიკვლევენ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს დარჩენილი ჰყავს 30-მდე მოწმე, რომლებმაც საქმის მსვლელობისას ჩვენებები უკვე მისცეს და არცერთი მათგანი არ საუბრობს კონკრეტულად გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

,,გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ, მოიყვანენ მოწმეებს, რომელთა ვინაობაც ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენი მოწმე იქნება. შესაძლებელია ასევე წერილობით მტკიცებულებები გამოიძიონ. ვცდილობთ ახალ წლამდე დავამთავროთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას და შევუდგეთ უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას. დარჩენილია დაახლოებით, 30 მოწმე. ის ჩვენებები რაც მათ გამოძიების მსვლელობისას მისცეს, ვიცით და არცერთი მათგანი არ საუბრობს კონკრეტულად გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გვაქვს მოლოდინი, რომ ვერაფერ ახალს ვერ იტყვიან სასამართლოში ჩვენების მიცემისას“, - აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს