თორნიკე რიჟვაძე - გლობალური გამოწვევის დაძლევასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა, რომელიც  ქვეყნისთვის და აჭარისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად ეკონომიკის გაძლიერება უნდა მოხდეს. თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრებს სამომავლო გეგმებს აცნობს და განმარტავს, რომ გუნდი სტაბილური უნდა იყოს.

„გლობალური გამოწვევის დაძლევასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა, რომელიც როგორც ქვეყნისთვის, ასევე აჭარისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამიტომ ეკონომიკის აღდგენისა და გაჯანსაღების მიზნითაც გვმართებს ოპერატიულად და ეფექტურად მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. სწორედ ეს პრიორიტებია წარმოდგენილი სამოქმედო გეგმაში, რომელსაც აჭარის მთავრობა დამტკიცების შემთხვევაში განახორციელებს. არჩევნებში მონაწილეობიდან გამომდინარე მთავრობის შემადგენლობა განახლდა და განსაკუთრებით კრიზისის დროს მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სტაბილური და გააგრძელოს კონკრეტული გეგმის განხორციელება, რომელსაც აქამდე ვაკეთებდით,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის დასამტკიცებლად აჭარის უმაღლესი საბჭოს 11 ხმაა საჭირო. "ქართული ოცნებას" კი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა აქვს და 21-დან 14 დეპუტატია წარდგენილი. აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან მხოლო ერთი წარმომადგენელი შევიდა. რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას უკვე შეუდგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო