„ენერგო პრო-ჯორჯია“ - მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს

მესტიაში დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა გამოავლინა, რომლებიც უკანონოთ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

„დატაცების ფაქტის გამოვლენა მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომელთა მიერ მოხდა. მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო "ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება. "ენერგო-პრო ჯორჯია" სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო