როგორ შეცვალა პანდემიამ „ნიკორას“ გეგმები და რას აპირებს კომპანია 2021 წელს

ნებისმიერი კრიზისს, გარდა ზიანისა, ასევე მოაქვს ახალი შესაძლებლობები. ჩვენი ჰოლდინგი მომავალ წელსაც გეგმავს დინამიურ განვითარებას, როგორც სავაჭრო ქსელის გაფართოების, ისე წარმოების განვითარების კუთხით - ამის შესახებ სს ნიკორას გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განაცხადა.

როგორი იყო პანდემიური 2020 წელი „ნიკორასთვის“ და რა გეგმები აქვს კომპანიას 2021-ში, ამ საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ირაკლი ბოქოლიშვილს ესაუბრა.

- წლის მთავარი გამოწვევა თქვენთვისაც, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, იყო პანდემია. პანდემიამ ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორი დააზარალა. მართალია, „ნიკორაარ არის ჰორეკა სექტორი, თუმცა თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია შედიოდა კვების ობიექტებსა და სასტუმროში. გაყიდვების რა წილი მოდიოდა ჰორეკა სექტორზე და როგორ აისახა მათი დახურვა კომპანიაზე?

პანდემიამ, ნამდვილად სერიოზულად დააზარალა ჰორეკას სექტორი. ჩვენს გაყიდვებში ჰორეკას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წილი არ უკავია, მაგრამ თავად ამ სექტორში, მზა ხორცპროდუქტების მიმართულებით, ჩვენი პროდუქცია ყველაზე მეტად მოხმარებადია და ყველაზე მეტ ობიექტთან ვთანამშრომლობთ. პანდემიამდე ჰორეკას წილი ჯამურ ბრუნვაში დაახლოებით 5% იყო. პანდემიის პერიოდში ჩამოვიდა 2,5% –მდე. ვარდნა გაცილებით მაღალი იქნებოდა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ კოვიდ სასტუმროების 80%–ის მომარაგებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ შედარებით ნაკლები დანაკლისი გვაქვს.

- კორონაპანდემიის პერიოდში საქართველოში მუშაობა შეაჩერა ხორცპროდუქტების ერთ-ერთმა მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ძირითადად მაღალ საფასო სეგმენტში იყო წარმოდგენილი. „ნიკორასფასების მხრივ პროდუქცია ფაქტობრივად, დივერსიფიცირებული აქვს. როგორ აისახა გაყიდვებზე პანდემია და ადგილობრივ ბაზარზე რამდენად შემცირდა/ან/გაიზარდა მოთხოვნა თქვენს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე?

პროდუქციის ჯამური გაყიდვები არ შემცირებულა, პირიქით, ცოტა გაიზარდა კიდეც. თუმცა მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე გაყიდვების სულ უფრო დიდი ნაწილი მოდის დაბალი საფასო სეგმენტის პროდუქტებზე, რომელთა წილიც ჯამურ გაყიდვებში 10%-ით გაიზარდა.

- განახორციელა თუ არანიკორამდამატებითი ინვესტიციები 2020 წელს და რა მიმართულებით? ვგულისხმობ, როგორც საცალო ვაჭრობას, ასევე წარმოებას?

2020 წლის განმავლობაში ჰოლდინგმა ჯამურად 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის ქსელის განსავითარებლად - 20 მილიონ ლარამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ქსელის განვითარების გეგმა შესრულდა მხოლოდ 70%-ით, გეგმის შეუსრულებელი ნაწილი გადანაწილდება მომდევნო წელზე.

- „ნიკორასპროდუქტი გადის ექსპორტზეც. რომელ ქვეყნებში იყიდება თვენი პროდუქცია და როგორი იყო 2020 წელი ამ მიმართულებით? გაიზარდა თუ არა წელს საექსპორტო ბაზრების რაოდენობა? ასევე, როგორია თქვენი გეგმები მომავალი წლისთვის, აპირებთ თუ არა დამატებითი ბაზრების ათვისებას?

2019 წლიდან ჩვენი პროდუქცია გადის აზერბაიჯანში და მოთხოვნაც საკმაოდ მაღალი იყო. თვიდან თვემდე იზრდებოდა ექსპორტი, მაგრამ პანდემიამ აქაც, თავისი კვალი დაატყო. აგვისტოს თვეში გვქონდა მაქსიმალური გატანა. აგვისტოდან, აზერბაიჯანშიც ამოქმედდა შეზღუდვები, კომენდანტის საათი, ამიტომ შემცირდა მოთხოვნა. ჰორეკას მიმართულებითაც ვიწყებდით თანამშრომლობას, მაგრამ ამ ეტაპზე, შეჩერდა ეს პროექტი. როგორც კი გაიხსნება ჰორეკას სექტორი, აღდგება ჩვენი თანამშრომლობა და გაფართოვდება ექსპორტის ბაზარიც. აღსანიშნავია რომ სხვა მხრივ ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეგვქმნია.

- „ნიკორაწარმოდგენილია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფაქტობრივად, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია (საფინანსო სექტორის შემდეგ) რომელმაც ობლიგაციები ბირჟაზე განათავსა. აქციების განთავსების 3 წლის თავზე (2017 წლიდან ხართ ბირჟაზე) როგორ შეაფასებდით აქვს თუ არა კაპიტალის ბაზარს საქართველოში პერსპექტივა? იცით, რომ ამ საკითხს ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს და შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა, თქვენი შეფასება.

კაპიტალის ბაზრის განვითარებას და მის მომავალს ბევრი აუცილებელი წინაპირობა ახლავს, მათ შორის: ქვეყნის მაკროეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა, საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ფინანსურად ძლიერი და გამჭვირვალე კომპანიების საკმაო რაოდენობა, მოსახლეობის (პოტენციური ინვესტორების) ცხოვრების დონის, ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური განათლების ამაღლება და სხვა. მხოლოდ ამ წინაპირობების არსებობის შემთხვევაში იარსებებს საქართველოში განვითარებული კაპიტალის ბაზარი.

- ნიკორა ტრეიდისაუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს მფლობელი გახდა. რას ნიშნავს ეს ჯილდო კომპანიისთვის და ზოგადად, რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გამჭვირვალობა?

ეს ფაქტი კიდევ ერთი აღიარებაა იმის, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება. უკვე აღნიშნეთ, რომ „ნიკორა“ იყო პირველი კომპანია საქართველოში, ვინც ბაზარზე განათავსა პრივილეგირებული აქციები; იყო პირველი ბანკებთან არ ასოცირებული კომპანია, რომელმაც განათავსა საკუთარი ობლიგაციები და მიიღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა ფინანსური გამჭვირვალობის გარეშე, პირველ რიგში სწორედ ესაა, რაც იწვევს ინვესტორების ნდობას.

- კონკრეტულად რა აქტივობები განხორციელდა, რომ პანდემიის პირობებში გამართულად მუშაობა შესაძლებელი ყოფილიყო?

გა­ზა­ფხუ­ლი­დან დღემ­დე, ფაქ­ტი­უ­რად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა ყვე­ლა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბისა და მაღაზიათა ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის.

თერ­მოსკრი­ნინ­გი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, პერ­სო­ნა­ლის და­მა­ტე­ბი­თი ეკი­პი­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო გან­რი­გი, რისკ-ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სრუ­ლად დისტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გადაყვანა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა – ეს არის არასრული ჩამონათვალი კონკრეტულად თუ რა აქტივობები განხორციელდა და რაც დღესაც გრძელდება. ყოველივე ეს ემსახურება, როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციას, ასევე სამომხმარებლო ბაზრის პროდუქციით უწყვეტად მომარაგებას. ჩვენი ძირითადი მიზანია ჩვენი პერსონალის ჯანმრთელობა და ამის პარალელურად საზოაგადოებას არ შევუქმნათ დისკომფორტი პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების კუთხით.

- და ბოლოს, როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ნებისმიერი კრიზისს გარდა ზიანისა, ასევე მოაქვს ახალი შესაძლებლობები. ჩვენი ჰოლდინგი მომავალ წელსაც გეგმავს დინამიურ განვითარებას, როგორც სავაჭრო ქსელის გაფართოების, ისე წარმოების განვითარების კუთხით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა