ამბროლაურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ

ამბროლაურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბავშვებს მათთვის გათვალისწინებულ პროდუქტთან ერთად საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.

აღსაზრდელთა ოჯახებზე სასურსათე პაკეტების გაცემის პროცესი ,,ამბროლაურის სკოლამდელმა დაწესებულებამ" უზრუნველყო.

„პროდუქტი, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, 310 ოჯახს დაურიგდა. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია. სასურსათე პაკეტების დარიგების პროცესში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ამბროლაურის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს