დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდება

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ზეწოლით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდება.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ყველა პარტნიორი ინფორმირებულია და საქართველოს ელჩებს აქვთ დავალება, რომ ეს თემა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე დააყენონ.

„ეს საკითხი მუდმივად დგას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, არამედ ყველა პარტნიორთან. მე გუშინ დავასრულე ელჩების ყოველწლლიური კონფერენცია, ყველა ელჩს ყველა პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყანაში აქვს ძალიან მკაფიო დავალება, რომ ეს თემა აიწიოს ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე. გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, მაინც მოხერხდა მისი გათავისუფლება. მე იმედი მაქვს, ზეწოლით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაზა გახელაძეც საღსალამათი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდება

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ზეწოლით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გათავისუფლდება.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ყველა პარტნიორი ინფორმირებულია და საქართველოს ელჩებს აქვთ დავალება, რომ ეს თემა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე დააყენონ.

„ეს საკითხი მუდმივად დგას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, არამედ ყველა პარტნიორთან. მე გუშინ დავასრულე ელჩების ყოველწლლიური კონფერენცია, ყველა ელჩს ყველა პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყანაში აქვს ძალიან მკაფიო დავალება, რომ ეს თემა აიწიოს ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე. გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, მაინც მოხერხდა მისი გათავისუფლება. მე იმედი მაქვს, ზეწოლით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაზა გახელაძეც საღსალამათი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია