თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, როგორც თამბაქოს ზიანის შემცირების საუკეთესო სტრატეგია

თამბაქოს პანდემია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევა. სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო, WHO-ს შეფასებით ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებენ - იზრდება ფასები თამბაქოს პროდუქტებზე, წესდება შეზღუდვები საჯარო და დახურულ სივრცეში მოწევაზე და სხვა.

რეგულაციები მოქმედებს, მაგრამ თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

არსებული პრობლემასთან ბრძოლა განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. ბოლო პერიოდში მზარდი ყურადღებით თამბაქოს მოხმარების სრულად აკრძალვის ნაცვლად, მისი ზიანის შემცირების სტრატეგია სარგებლობს. ინიციატივის მიზანი, ნიკოტინის მოხმარების პარალელურად, თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული რისკების შემცირებაა.

აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ინსტიტუციების, ექსპერტებისა თუ მთავრობების მზარდი რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. ამ მხრივ შეიძლება გამოიყოს იმ ქვეყნების მიერ შექმნილი ახალი თაობის რეგულაციები, რომლებიც უკვამლო პროდუქტების განსხვავებულ ბუნებას აღიარებენ და ითვალისწინებენ განსხვავებულ მიდგომას მათი რეალიზაციისთვის. ამ ქვეყნებს შორის არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები: საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ბულგარეთი. ამასთანავე, სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ნორვეგიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე გამოხატეს მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის.

საბერძნეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აქტიურ და პასიურ მწევლებზე თამბაქოს უარყოფითი გავლენის შემცირება შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყონ ტრადიციული სიგარეტების მოხმარების შეწყვეტას და მათ ჩანაცვლებას.

რას ამბობენ საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტები?

“თამბაქოს წვის დროს ნიკოტინთან ერთად გამოიყოფა 7000 ქიმიური ნივთიერება, რომელთაგან 250 ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. ამ უკანასკნელთა შორის 69 კი პოტენციურად კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება”, -განაცხადა ფრანგმა ონკოლოგმა, დევიდ ჰაიატმა.

საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევის შედეგად გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებით საქართველოში მწეველთა 22% იღუპება. ეს მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით თამბაქოს მომხმარებელთა შორის კი 10%-ია.

“1990 წელს საქართველოში კიბოს ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად მოწევა სახელდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მიუხედავად ამისა, დღეს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ია, - ამბობს დევიდ ჰაიტი.

მისივე თქმით, არსებულ ტენდენციას ხელს უწყობს მწეველთა ჩვევა, რომელიც ნიკოტინზე დამოკიდებულებას გულისხმობს. აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ზრდასრულ მწეველთა 70%-ს სურდა მოწევისთვის თავის დანებება, თუმცა მხოლოდ 7%-მა მიაღწია სასურველ მიზანს.

დღეს სამედიცინო სფეროში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი თამბაქოს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების ბენეფიტების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ კიბოს მთავარ გამომწვევ მიზეზს ადამიანის ორგანიზმზე მავნე ქიმიკატების ზემოქმედება წარმოადგენს, ამ გავლენის შესუსტება პოტენციური რისკის შემცირებას გულისხმობს.

როგორც კანადელი პროფესორი დევიდ სვეანორი ამბობს, მიღებული შედეგები თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიების მნიშვნელობაზე ბევრს ამბობს.

“მეცნიერებას შეუძლია გვითხრას, რა იწვევს დაავადებას. ჩვენ კი ამ გამომწვევ მიზეზს უნდა გავუმკლავდეთ. ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებას წარმოადგენს,” - ამბობს დევიდ სვეანორი.

ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების გამოჩენა თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მათ რიცხვს კი ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ FDA-ს მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტების სტატუსით მხოლოდ ორი ალტერნატიული მოწყობილობა - SNUS-ი და IQOS-ი სარგებლობს.

“ნორვეგიაში SNUS-ის გამოჩენის შედეგად სიგარეტის გაყიდვები განახევრდა. ისლანდიაში, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების კომბინაციის შედეგად, ეს მაჩვენებელი 40%-ით დაეცა. იაპონიაში IQOS-ის გამოჩენის შემდეგ კი სიგარეტის გაყიდვები 34%-ით შემცირდა”, - ამბობს დევიდ სვეანორი.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა თამბაქოს ზიანის შემცირების საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს, რადგან ამ გზით, სიგარეტის იმ მომხმარებლებს, რომელთაც მოწევისთვის თავის დანებება არ შეუძლიათ, ახალი ალტერნატივა გაჩნდება.

“საყოველთაო ჯანდაცვას აქვს პოტენციალი, შეცვალოს ბაზარი. ჩვენ ვიცით, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები ნაკლები რისკის შემცველია. კანონმდებლობის ხელშეწყობით კი მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა უნდა განხორციელდეს. ეს თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს”, - განაცხადა დევიდ სვეარონმა.

დევიდ ჰაიატის განცხადებით, რისკის შემცირების საუკეთესო გამოსავალი მოწევის შეწყვეტაა, თუმცა მწეველთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს სიგარეტის მოხმარებას.

“იდეალურ სამყაროში, ზიანის შემცირებისთვის ყველა მომხმარებელმა სრულად უნდა შეწყვიტოს მოწევა. თუმცა, ეს შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ახალი ინოვაციების - გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის შესახებ მწეველთა ინფორმირება და მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ეს მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს”, - განაცხადა დევიდ ჰაიატმა.

საქართველოში არსებული ვითარება:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში ზრდასრული მოსხლელობის 28.2% ეწევა. ეს 2016 წელს არსებულ 31%-თან შედარებით 2.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. შესაბამისად, ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასამდე მწეველია.

ESPAD კვლევის თანახმად, რომელიც არასრულწლოვნებში სიგარეტის მოხმარებას აფასებს, 16 წლის მოზარდებში 2015-2019 წლებში სიგარეტის მოხმარება 6 პროცენტული პუნქტით 12%-მდე შემცირდა.

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორი მიხეილ წვერავა ამბობს, რომ სიგარეტის კვამლში შემავალი ნივთიერებები ათეროსკლეროზის, სიმსივნეებისა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ზრდის. თუმცა, არსებობს სიგარეტის შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივებიც.

“თამბაქოსთან მიმართებით ძირითადად მიჩვევას იწვევს ნიკოტინი. ნიკოტინს ბუნებრივია თავისი ვნებაც გააჩნია, მაგრამ ძირითადად მავნე ფაქტორები არის წვის შედეგად გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებები და სხვადასხვა პროდუქტები, რომლებსაც გააჩნიათ ონკოგენური მოქმედება. შესაბამისად ისინი ავთისებიანი სიმსივნეების განვითარებას უწყობენ ხელს, ასევე ათეროსკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ამ წვის პროდუქტებს ითვლება, რომ ნაკლებად მავნე ზემოქმედება აქვთ. მსგავსი პროდუქტები მოხმარებლებს ეხმარება თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას და გადავიდნენ შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივაზე,”- ამბობს მიხეილ წვერავა.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე მართალია ეს პროდუქტები იყიდება, თუმცა, სასურველია, რომ მოსახლეობისთვის ამგვარი ალტერნატივები უფრო ხელმისაწვდომი იყოს, რათა სიგარეტის მომხმარებელთა მეტ ნაწილს შეეძლოს მოწევის ჩანაცვლება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე