საფრანგეთმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანომ Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების ნებართვა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ის ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 16 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში, ვინაიდან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამაკმაყოფილებელია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საფრანგეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციისას პრიორიტეტები რისკის ჯგუფებში შემავალ ადამიანებს მიენიჭებათ. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის თქმით, ვაქცინაციის პროცესი, სავარაუდოდ, კვირას დაიწყება და პირველ რიგში მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები ხანდაზმულები აიცრებიან.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025