გიორგი გახარიას განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, აბაშიძე - კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

„სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს ეს ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურავს იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ეს არხი სრულად ცალმხრივიც რომ იყო, მასზე უარის თქმა ვფიქრობ, რომ არაა სწორი და ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, პრემიერმა ისაუბრა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ რისკები არსებობს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ამოცანის გადაჭრას შეძლებს.

„ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მთავრობის და პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომერ პირველი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ „ამბასადორიალზე“ ელჩებთან საუბრის შესაძლებლობა გვქონდა და დიპლომატიურ კორპუსს აბსოლუტურად გულწრფელად მადლობა ვუთხარი ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური მუშაობისთვის. დიპლომატიის აქტიური მუშაობა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უაღრესად აქტიური მუშაობა აუცილებელია იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა ეფექტიანი იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია სულ უფრო და უფრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესურსებს არავინ იშურებს. საკმაოდ სერიოზული რესურსები იხარჯება იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებაა, დაზიანდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თუმცა, ჯერჯერობით, ამას წარმატებით ვერ ახერხებენ. რისკები არსებობს, თუმცა, ჩვენ აქტიურად და მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ვფიქრობთ, რომ რისკების მიუხედავად, ამ ამოცანის გადაწყვეტას შევძლებთ“,-განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა