გულწრფელი მადლობა სამედიცინო პერსონალს

პანდემიამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ერთმანეთის მიმართ მადლიერების, ზრუნვის და სიყვარულის გამოხატვის აუცილებლობა! მიმდინარე წელი ყველასთვის ემოციურად დატვირთული და საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იტვირთეს და გამძლეობის წარმოუდგენელი მაგალითი გვაჩვენეს! ადამიანებმა, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში იბრძოლეს COVID-19 ის დასამარცხებლად და ამას კვლავ განაგრძობენ. ისიც კარგად აქვთ გააზრებული, რომ საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრებს, მაგრამ ადამიანების მიმართ სიყვარული ამაზე მაღლა დგას მათთვის.

ფარმადეპოს გუნდს გვსურს მადლიერება და პატივიცემა გამოვხატოთ თქვენ მიმართ და COVID-19-ის წინააღმდეგ თავდადებულ ბრძოლაში ჩართულ 20 000 ექიმს, ექთანს, ოჯახის ექიმს და სანიტარს საჩუქრად გადმოგცეთ 50 ლარიანი ვაუჩერი.

მადლობა თქვენ, ერთად შევხვდეთ უკეთეს 2021 წელს!

*ვაუჩერები ფარმადეპოს მხრიდან გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კოვიდ-ცენტრებს. ხოლო ვაუჩერების ბენეფიციარებზე გაცემა მოხდება უშუალოდ კლინიკების მხრიდან.

კოვიდ-ცენტრებისთვის ვაუჩერების გადაცემის პროცესი დაიწყება 25 დეკემბერს

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო