სილქ როუდ ჯგუფის იურიდიული სამსახური განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ თამარ თორაძის მიერ შეკვეთილი სტატიის სახით ინტერნეტ-მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც შეეხება 1992 წელს მისი ოჯახის წევრთა მკვლელობაში სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის, დადანაშაულებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული განცხადება არის ბინძური ცილისწამება, რომელმაც თვეების განმავლობაში კამპანიური ხასიათი შეიძინა.

გვრჩება განცდა, რომ ეს ცილისმწამებლური კამპანია მართულია გარკვეული ძალების მიერ, რომელთა მიზანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ჯგუფის და მის დამფუძნებელის რეპუტაციის შელახვა.

ქალბატონი თორაძე დღესდღეობით ამერიკის მოქალაქეა და ამიტომ სულ მალე მას მოუწევს პასუხი აგოს ამ ცილისწამებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში. ვიმედოვნებთ, ასევე, რომ გაირკვევა ვინ დგას ამ ქალბატონის მეშვეობით წარმოებული ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის უკან. აღნიშნული საქმის შედეგებს საქართველოს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ.

ასევე გვსურს დავსვათ კითხვა, რამდენად ეთიკურია მედიის მიერ ამგვარი ხასიათის განცხადების განთავსება, მიუხედავად იმისა, შეკვეთილია ის თუ არა და რა ოდენობის გასამრჯელოა მასში გადახდილი.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია