სამტრედიაში მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

მათი თქმით, სიძემ ქალს დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა.

ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საუბრობდა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ.

გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვამდა და სავარაუდოდ, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა. ნასვამმა მამაკაცმა მეუღლეს სასმლისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა. ისინი დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.

ინფორმაციისთვის, პოლიციამ სამტრედიაში ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა