აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის შემადგენლობას კენჭს ხვალ უყრის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის შემადგენლობას კენჭს ხვალ უყრის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ხვალ 09:00 საათზე რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად კენჭს უყრის.

მთელი დღის განმავლობაში, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში უსმენდნენ.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად რეგიონში ეკონომიკის გაძლიერება იგეგმება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აჭარის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ არის საჭირო, რადგან ისინი საქმეს თავს კარგად ართმევენ და შესაბამისად მთავრობის აღნიშნულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ.

რეგიონის მთავრობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა 11 ხმაა საჭირო, "ქართული ოცნება" კი 14 მანდატით არის წარდგენილი.