ნინო ბურჯანაძე - გახარიას მინდა ვუთხრა: ნამუსი აღარ არის მართლა? - ირაკლი კობახიძე კი უზრდელია

ძალიან ცინიკურია გიორგი გახარიას მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი თურმე არაევროპული მიდგომა ყოფილა,- ასე გამოეხმაურა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა პარლამენტი, პრეზიდენტის სავარძელი, სასამართლო, პროკურატურა და მთელი ხელისუფლება, „ოპოზიციის მისამართით მსგავსი განცხადების გაკეთება უნამუსობაა“.

„ქართული ნათქვამია: „გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო“. ბიძინა ივანიშვილმა, ერთმა მდიდარმა კაცმა, რომლის ერთადერთი ღირსება არის ის, რომ იშოვა ბევრი ფული, ჯიბეში ჩაიდო პრეზიდენტის სავარძელი, დაგვინიშნა პრეზიდენტი და ათამაშებს თოჯინასავით, ჯიბეში ჩაიდო მთავრობა, ჯიბეში ჩაიდო სასამართლო, ჯიბეში ჩაიდო პროკურატურა, ჯიბეში ჩაიდო პარლამენტი ახლა, გააყალბა არჩევნები და ოპოზიციას და მოსახლეობის 52%-ს წაართვა არჩევნები, მიითვისა ხელისუფლება და ჩვენ გვეუბნებიან ყველაფერი ან არაფერი ეს არადემოკრატიულიაო? ნამუსი აღარ არის მართლა ? მესმის, პოლიტიკაში შეიძლება ხანდახან რაღაც ისე თქვა, მოარულად, სხარტად, მაგრამ ასე უნამუსოდ, რომ იქით შეედავო ადამიანებს? ჩვენ წაგვართვეს ყველაფერი, ჩვენს პარტიას, მაგალითად, წაართვეს ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით 12 წლის განმავლობაში, რომ მოგვცემოდა საშუალება, პარლამენტში ვყოფილიყავით, ჩვენი იდეები გაგვეტანა. როგორმე ნათია თურნავასა და გახარიაზე მეტი მესმის და ყველა მათგანზე მეტი, ვინც ახლა მთავრობასა და პარლამენტშია ერთად აღებული“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ის უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიცია ვერ ეღირსება ვადამდელ არჩევნებს, ვიდრე არ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა“. ნინო ბურჯანაძემ კობახიძის განცხადებას უზრდელური რიტორიკა უწოდა.

„მკაცრი არა, ეს უზრდელური რიტორიკაა, სიმკაცრესა და უზრდელობას შორის განსხვავებაა. შეიძლება იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ ზრდილობიანი და შეიძლება რბილი და უზრდელი და ამ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძე, სამწუხაროდ, უზრდელია და ცდილობს კიდევ სიმკაცრე გამოაჩინოს, ეს ერთი. მეორე, თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად 8 მარტის შეთანხმებამდე იგივე ტონალობები „ქართული ოცნების“: „ვერ ეღირსებით, გამოიგლოვეთ, შავები ჩაიცვით“,- მოუწიათ დათმობა, როდესაც ოპოზიციამ პრინციპულობა გამოიჩინა. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას, ის ახლაც აუცილებლად გვექნება, როდესაც ის დაინახავს ბოლომდე ყველაფერს, რაც დასანახია, მაგრამ, პირდაპირ გეტყვით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ გადამწყვეტი არის ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის პოზიცია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა