პრემიერი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს

განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა ასეთი რთული ვითარებაა კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.

"რეალურად, ამ 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა ასეთი რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა შეუფასებელია. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რომ ცალკე სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს, როგორც კულტურის განვითარება, ასევე კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია. ამას სჭირდება ცალკე მიდგომა, აუცილებელია ეს, იმიტომ რომ ყველას კარგად გვესმის ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს", - განაცხადა პრემიერმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს