აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად დღეს კენჭს უყრის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად დღეს კენჭს უყრის.

დეპუტატების წინაში სიტყვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე გამოდის.

როგორც იგი აცხადებს, პანდემიის დასრულების შემდეგ სწრაფად უნდა მოხდეს ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა, რადგან ეკონომიკური სიჯანსაღე რეგიონში ტურიზმზე არის დამოკიდებული.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის ფონზე აჭარაში ინვესტიციების განხორციელება არ შეფერხებულა. მან ასევე სამომავლოდ ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით პრიორიტეტებზე ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2024 წლისათვის 10 000 -მდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

ცნობისთვის, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს და მის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში უსმენდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს მიაჩნია, რომ აჭარის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ არის საჭირო, რადგან ისინი საქმეს თავს კარგად ართმევენ და შესაბამისად მთავრობის აღნიშნულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ.

რეგიონის მთავრობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა 11 ხმაა საჭირო, „ქართული ოცნება" კი 14 მანდატით არის წარდგენილი.

რიგგარეშე სხდომას ოპოზიციიდან ერთი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ესწრება.

იხილეთ ვიდეო:აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად დღეს კენჭს უყრის

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს