ჰონგ კონგმა ვიზიტორებისთვის დაწესებული 14 დღიანი კარანტინის ვადა 7 დღით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ქალაქში ჩასვლამდე ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთის გარდა სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, სპეციალურ საკარანტინო სასტუმროებში 21- დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ, ჰონგ კონგში შესვლა ეკრძალებათ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
ცნობისათვის, ჰონგ კონგმა მიმდინარე კვირის დასაწყისიდან გაერთიანებული სამეფოდან ავიარეისები შეწყვიტა. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთიდან ჰონგ-კონგში დაბრუნებული ორი სტუდენტი, სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი შტამით არიან დაინფიცირებულები.
იხილეთ ვიდეო:ჰონგ კონგმა ვიზიტორებისთვის 21-დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"