07.07.2025 / 08:38
საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა დღეს ქრისტეშობა იზეიმა

საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის მრევლმა დღეს ქრისტეშობა იზეიმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და ეკლესიის ხელმძღვანელს, ჩარლზ ჰობლიცს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, შობის დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად აღნიშნა საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელის აქტიურობა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ამერიკული ბაპტისტური ეკლესია პატარა ეკლესიაა და ამდენად, კიდევ უფრო მეტ ზრუნვას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან.

„პასტორმა ჩარლზ ჰობლიცმა მადლიერებით აღნიშნა რელიგიის სააგენტოს თანადგომა და გამოთქვა იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდება.

საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს თანამშრომლები“,-აცხადებენ სააგენტოში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს