„სმარტის“ სუპერმარკეტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა

ვაჟა-ფშაველას გამზირი #27გ, „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური სუპერმარკეტ „სმარტის“ ახალი ობიექტის მისამართია, რომელიც 24/7-ზე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს. შესაბამისად, „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით „დანკინის“ ამერიკულ რესტორანთან და „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან ერთად თბილისის ცენტრალურ უბანში ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მიმზიდველ სივრცეს ქმნის.

„მოხარული ვართ, რომ „სმარტისთვის“ საიუბილეო წლის დასასრული ქალაქის ცენტრში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 21-ე სუპერმაკეტის გახსნით აღვნიშნეთ. „სმარტი“ უკვე 10 წელია ბაზარზეა და განვითარების ამბიციური გეგმებით მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაური ან მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე ერთგულ თანამგზავრობას ისახავს მიზნად, რადგან მომავალი სამი წლის განმავლობაში „სმარტი“ ქსელს კიდევ 30-მდე სუპერმარკეტით გააფართოვებს. ესქკლუზიური იმპორტული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფართო არჩევანით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულით, უგემრიელესი სენდვიჩებით თუ „სმარტ კაფეს“ იტალიური ყავით „სმარტი“ ერთგული მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდია, რომელსაც მალე საქართველოს ყველა კუთხეში ვიხილავთ“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. „სმარტის“ სუპერმარკეტი ვარკეთილში მდებარე „ვისოლის“ თვითმოსახურების სადგურზე გაიხსნება.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა