რუსთავის მერიამ ბაგა-ბაღებისა და შშმ პირთა ცენტრის აღსაზრდელებს საახალწლოდ სასურსათო კალათა გადასცა

რუსთავში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტი გადაეცათ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის მერის მოადგილე კახა გურულთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ეკა ხუციშვილთან ერთად, საკვები პროდუქტის დარიგების პროცესს, დღეს #27 ბაგა-ბაღში გაეცნენ. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

,,რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის დღეს დასრულდა საკვები პროდუქტის გადაცემის პროცესი. 6500-ზე მეტმა ოჯახმა, მათ ვისაც საბავშვო ბაღში დაჰყავს ბავშვი, მიიღო 12 დასახელების საკვები პროდუქტი. მე მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო სააღმზრდელო-პროცესი შეჩერებულია, ჩვენ შევძელით და ის საკვები პროდუქტი, რაც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, გადავეცით მათ ოჯახებს“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

სასურსათო კალათების დარიგების პროცესი, ბაღებში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა. ჯამში საკვები პროდუქტი 6503 აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.

,,ჩვენ გამოვნახეთ სახსრები იმისთვის, რომ ის საკვები პროდუქტი, რაც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, გადაგვეცა მათი ოჯახებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ყველა ბაღმა შეძლო ძალიან ოპერატიულად და ორგანიზებულად 6500-ზე მეტი ბავშვისთვის და მათი ოჯახისთვის გადაეცა სასურსათო კალათები. წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მესამედ დავურიგეთ ბაღების აღსაზრდელებს მათთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

დღესვე საკვები პროდუქტი და ტკბილეული გადაეცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის 117 აღსაზრდელს. საახალწლო ნობათის გადაცემის პროცესს, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

,,შშმ პირთა ცენტრი, სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს ბენეფიციარებს, მათი გარკვეული ნაწილის კვებით უზრუნველყოფა კი სასწავლო წლის განმავლობაში ადგილზე ხდება. გამომდინარე სიტუაციიდან, ჩვენ გამოვნახეთ სახსრები, შევიძინეთ საკვები პროდუქტი, რომელიც გადავეცით იმ 117 აღსაზრდელს, რომელიც ცენტრში იკვებებოდა დღის განმავლობაში. ცენტრს ეხმარება თვითმმართველობა, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები, მიხარია, რომ საახალწლოდ შეიკრა საკმაოდ კარგი კალათა, რომელიც დღეს მათ ოჯახებს გადავეცით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო