ბორჯომისა და ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყეს

ბორჯომისა და ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებებმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების გაცემა დაიწყეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბორჯომში სურსათის გაცემის პროცესს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშილი და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი გაეცნენ.

„სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს და ტკბილეულის ნაკრებს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს, 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს. სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 93 აღსაზრდელს. ბაღებში ნაშთის სახით დარჩენილი სასურსათო პაკეტები სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებზე გადანაწილდა. ბორჯომის მერია, პანდემიის პირობებში, სურსათს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა