საკრებულოს დეპუტატი კალაძეს - ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ აღმაშენებლის ძეგლი გადმოიტანონ ღირსეულ ადგილზე? - ყვავილი ვერ მიიტანა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ, რომ დაედო ძეგლთან

სამწუხაროდ, ხმა მღაღადებლისა რჩება უდაბნოსა შინა. ქალაქის ბიუჯეტში ვერ გამოინახა 50-70 ათასი ლარი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გადმოტანილი იქნას ღირსეულ ადგილზე? ყვავილი ვერ მიიტანა ცნობილმა ფრანგმა საზოგადო მოღვაწემ, რომ დაედო ძეგლთან,- ამ კითხვით მიმართა ფრაქცია „თბილისის“ წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, სადაც თბილისის 2021 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

ვაჟა ოთარაშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ხერხდება „დიდი წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა ღირსეულ ადგილზე“.

„თქვენს მოხსენებაში, მე მინდა გავიხსენო გალაკტიონ ტაბიძის სიტყვები: „ყველაფერი არის ძალზედ კარგად, ყველაფერი ძალზედ ცუდად არის“. გარეგნულად ასე ჩანს ეს ბიუჯეტი.

როდესაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანის საკითხი არაერთ შეკრებაზე გააჟღერეთ, როგორც საარჩევნო ტრიბუნიდან, ისე სხვადასხვა ტელევიზიიდან. რატომ ვერ ხერხდება ჩვენი დიდი წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა ღირსეულ ადგილზე, მითუმეტეს, თქვენ რამდენჯერმე მოგმართათ შემოქმედებითმა ინტელიგენციამ, 100-ზე მეტი ხელმოწერა შემოვიდა, მათ შორის, თბილისის საპატიო მოქალაქეების. არქიტექტორება შეადგინეს პროექტი, რომელიც ეხება მელიქ კაზარიანცის სახლის მიმდებარედ გზაგამყოფზე ძეგლის გადმოტანას, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სურვილით იყო თავდაპირველად დამტკიცებული“, - განაცხადა ოთარაშვილმა.

აღნიშნულ კითხვას უპასუხა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ „ვერც ერთ ჩემ დაპირებას ვერ ნახავთ, სადაც მე საზოგადოებას დავპირდი, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს გადავიტანდით“.

„თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს ამას, შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა, დღეს ქალაქში უფრო მნიშნველოვანი პრობლემები გვაქვს, რომელსაც სჭირდება მოგვარება და მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო