კახა კახიშვილი კობა გვენეტაძეს - რამდენად შესაძლებელია, რომ თავად სახელმწიფომ უზრუნველყოს კონტროლი საპენსიო ბარათების საპროცენტო განაკვეთებსა და პენსიის გაცემის სერვისზე?

ხომ არ არის შესაძლებელი, რომ თავად სახელმწიფომ უზრუნველყოს კონტროლი როგორც საპენსიო ბარათების საპროცენტო განაკვეთების, ამავდროულად თავად სერვისის კუთხით? იმიტომ, რომ რთულ ვითარებაში არიან ჩვენი ხანდაზმული ადამიანები,- ამ კითხვით პარლამენტის წევრმა კახა კახიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ინფორმაციას პარლამეტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახიშვილის თქმით, ბანკს, რომელიც პენსიას გასცეს მაღალი მომსახურების და საპროცენტო განაკვეთები აქვს.

„გუშინ რამდენიმე კითხვა დავუსვი პრემიერ-მინისტრს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედია საშუალებამ ამოჭრა კონტექსტები და სულ სხვანაირად დაატრიალა, თითქოს და აქ გაუგებრად ვსაუბრობდით. ამიტომ ერთი კითხვა მაქვს კონკრეტულად თქვენთანაც, ვინაიდან ნაწილობრივ თქვენს კომპეტენციაშიც შედის აღნიშნული საკითხების დარეგულირება. საქმე ეხება თავად პენსიებს. როგორც მოგეხსენებათ, პენსიებს არიგებს ერთი ბანკი. მართალია, ის კერძო ბანკია, მაგრამ ის არიგებს სახელმწიფო ფულს და ამავე დროს საკმაოდ მაღალი მომსახურეობის და საპროცენტო განაკვეთები აქვს დაწესებული. ეს ერთის მხრივ, რაც ჩემი აზრით, საკმაოდ არალოგიკურია. აღარ შევეხები მე თავად პენსიის ოდენობას, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რაც აქვთ პენსიონერებს, იმის მომსახურეობაც ძალიან ძვირი უჯდებათ - ეს ერთი. საპროცენტო განაკვეთები არის არარეალური, ეს მეორე და მესამე, თავად მომსახურეობა ანუ ფაქტობრივად ყველაფერზე აკეთებენ ეკონომიას, მათ შორის, საბანკო აპარატებზეც და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ძალიან რთულ პირობებში არიან. არ აქვთ საშუალება, იმდენად შორს არის მათი სახლებიდან განლაგებული ეს საპენსიო აპარატები, სხვა აპარატებით კიდევ ვერ სარგებლობენ და რთულია ამის აღება. ჩვენი ფულის დარიგებით არიან ისინი დაკავებულები, სახელმწიფო ფულის დარიგებით და არა რაღაც კერძო კრედიტებით ხომ?! შესაბამისად, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ თავად სახელმწიფომ უზრუნველყოს კონტროლი როგორც საპენსიო ბარათების საპროცენტო განაკვეთების, ამავდროულად თავად სერვისის კუთხით? იმიტომ, რომ რთულ ვითარებაში არიან ჩვენი ხანდაზმული ადამიანები. მეორე საკითხი, ეს არის საკითხი, რომელსაც მე გავაგრძელებ. ქალბატონმა ნინომ კარგად გააკეთა აქცენტები. ეს არის გაჩერებული ბიზნესი და არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესი. კერძოდ, მთელი ბიზნესი ამ პანდემიის გამო გაჩერდა და ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტულად კრედიტები, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ეს კრედიტები ქონებით. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ საბანკო პაკეტებს და ვხედავთ, რომ სახელმწიფო საუბრობს რაღაც ტიპის შეღავათებზე, მაგრამ მეორე მხრივ, ბანკები ამ ინფორმაციას უარყოფენ კლიენტებთან ურთიერთობის დროს და სხვანაირად აწვდიან ინფორმაციას. აი, ამის კონტროლიც არის, ჩემი აზრით, აუცილებელი და მეორე არ შეიძლება. მესმის რომ მძიმე ვითარებაა მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც პანდემიის გამო, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ - ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იხრჩობიან ამ ვალების გამო, მძიმე ვითარებაში არიან. აქ საჭიროა ძალიან მკაცრი მენეჯმენტი. მკაცრი კონტროლი ბანკების მხრიდან კლიენტებთან ურთიერთობის კუთხით და კარგი იქნება მეტად ინფორმირება ადამიანების, რა უფლება აქვთ, რა უნდა მოსთხოვონ და უარის შემდეგ, სად უნდა მივიდნენ, რომ თუნდაც პასუხი მიიღონ. როგორ ხასიათზე იღვიძებენ, ისეთ პასუხებს აძლევენ და მერე ვერ პოულობს ადამიანი სიმართლეს“,- განაცხადა კახიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს