გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას აგრძელებს

გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპზეც აგრძელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, დაწესებული შეზღუდვების გამო უსახსროდ დარჩენილი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოყო.
„აღნიშნული თანხით 50 ლარის ღირებულების სურსათის პაკეტებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 000 ოჯახი მიიღებს.
უწყება სხვადსხვა ორგანიზაციებისგანაც ელოდება შემოწირულობას. პროდუქტი გადაუნაწილდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ.
გორის მერია დიდ მადლობას უხდის აღნიშნულ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და ქველმოქმედებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
























