აშშ-ში, ქალაქ ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა - არიან დაშავებულები

აშშ-ის ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქება გამიზნული იყო.

მათივე ცნობით, აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალაქის სახანძრო სამსახური თავის მხრივ, ადგილობრივ მცხოვრებლებს აფრთხილებს, თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე გადაადგილებას.

აფეთქების შედეგად, შენობების მინები ჩაიმსხვრა.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მადლობელია საგანგებო სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის და ლოცულობს დაშავებულთათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა