რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერსა და ქალაქ წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ფოცხოეწერსა და წყალტუბოში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, რომელმაც დევნილ ბავშვებს პირადად მიულოცა დამდეგი-შობა-ახალი წელი და საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

„ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.