ჩვენ განწყობილნი ვართ ჩავატაროთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები (R)

ჩვენ განწყობილნი ვართ ჩავატაროთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები (R)

ყაზახეთის პარლამენტის მაჟილისის (ქვემო პალატა) დეპუტატების რიგითი არჩევნები, რომლებიც აირჩევიან საპარტიო სიებით,დანიშნულია 2021 წლის 10 იანვარს. ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრიდა ხუთი პოლიტიკური პარტიის საპარტიო სია, სულ 312 კანდიდატი: სახალხო-დემოკრატიული პატრიოტული პარტია „Ауыл“ – შედგება 19 ადამიანისგან; პარტია «NurOtan» - შედგება 126 ადამიანისაგან; პოლიტიკური პარტია «ADAL» - შედგება 16 ადამიანისგან; ყაზახეთის დემოკრატიული პარტია «Ак жол» - 38 ადამიანისგან; „ყაზახეთის სახალხო პარტია“ - 113 ადამიანისგან. სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ოფიციალურ საიტზე.

ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის მაჟილისი შედგება 107 წევრისგან, მათგან 98 აირჩევა პოლიტიკური პარტიებიდან პარტიული სიებით და 9 ყაზახეთის სახალხო ასამბლეიდან.

ამ წელს ყაზახეთში გნახორციელდა დემოკრატიული რეფორმები, მიმართული მრავალპარტიული და პოლიტიკური კონკურენციის განვითარებაზე, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდაზე. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესწორებები საკონსტიტუციო კანონში „არჩევნებზე“ და კანონში „პოლიტიკურ პარტიებზე“ გახდა რეფორმების პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აგრძელებს ყაზახეთის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციას.

ხელმოწერების ზღვრული რიცხვის დაწევა პოლიტიკური გაერთაინების შესაქმნელად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, 40 ათასიდან 20 ათას ადამიანამდე - მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყაზახეთის პარტიული სისტემის შემდგომი განვითარებისათვის.

ასე, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ხელს შეუწყობს პარტიების გავლენის ზრდას ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე. ისინი ამარტივებენ ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნის წესებს და პარიტული ცხოვრების საყოვლეთაო გააქტიურებას ქვეყანაში, რაც, როგორც მოსალოდნელია, დადებითად აისახება სახელმწიფო გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესებზე. დღევანდელ დღეს ყაზახეთში რეგისტრირებულია და მოქმედებს 6 პოლიტიკური პარტია.

კანონებში გათვალისწინებული ზომები ერთობლივად მიმართულია საზოგადოებრივი-პოლიტიკური სივრცის ფორმატის შეცვლაზე, პარტიულ მოედანზე კონკურენციის გაზრდაზე, საარჩევნო ორგანოებისთვის უფრო ინკლუზიური, ბალანსირებული ხასიათის მინიჭებაზე.

ყაზახების ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და სოციალური პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მოქმედი პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისთვის.

ახალ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ასევე მიღებულია ზომები პოლიტიკური მოდერნიზაციისთვის, მრავალ პარტიულობის განვითარებისთვის და სამოქალაქო მონაწილეობის გაფართოებისთვის ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პირველი. შესწორებები საკონსტიტუციო კანონში „ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის და მისი დეპუტატების სტატუსის შესახებ“ და კანონში „ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტებზე და კომისიებზე“ შეტანილია ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ითვალისწინებენ საპარლამენტო ოპოზიციის ინსტიტუტის შემოღებას და მისი საქმიანობის რეგლამენტირებას. ამიერიდან პარლამენტის მაჟილისის მუდმივი კომიტეტების ერთი თავმჯდომარისა და ორი მდივნის არჩევა განხორციელდება საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების რიგებიდან.

ამის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციას უფლება ეძლევა მოახდინოს საპარლამენტო მოსმენების ინიცირება არა ნაკლებ ერთხელ ერთი სესიის განმავლობაში, და ასევე განსაზღვროს სამთავრობო საათის დღის წესრიგი არა ნაკლებ ორჯერ ერთი სესიის განმავლობაში.

ამასთანავე, პოლიტიკური პარტიების ფრაქციის ხელმძღვანელებს ეძლევათ პარლამენტის პალატების ერთობლივ სხდომებზე, პარლამენტის მაჟილისის პლენარულ სხდომებზე, მუდმივი კომიტეტის, სამუშაო ჯგუფების სხდომებზე, საპარლამენტო მოსმენებსა და სხვა ღონისძიებებზე გამოსვლის გარანტირებული უფლება.

მეორე. საკონსტიტუციო კანონში „არჩევნებზე ყაზახეთის რესპუბლიკაში“ და კანონზე „პოლიტიკურ პარტიებზე“ გათვალისწინებულია დებულებები, რომლებითაც პირველად ჩვენს საპარლამენტო პრაქტიკაში საპარტიო სიებში შეტანილია 30-პროცენტიანი კვოტა ქალებისთვის და ახალაგაზრდებისთვის. ეს ნორმა გახდება ქალებისა და ახალგაზრდების პარლამენტში და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ჩართულობის ეფექტური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს მათ უფრო აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საზოდაგეობრივ-პოლიტიკურ პროცესებში.

მესამე. მოახლოებული არჩევნები მასლიხატებში პირველად საპარტიო სიებით გაიმართება. პროპორციული მოდელი სრულად შეესაბამება მსოფლიო დემოკრატიულ პრაქტიკას, ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას, დემოკრატიის განვითარებას, ააქტიურებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.

აღნიშნული სიახლეები პარტიებს დამატებით საშუალებებს მიანიჭებენ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში თავიანთი პოზიციების გასამყარებლად.

მოახლოებული არჩევნები კვლავ მოახდენენ ყაზახეთის თანმიმდევრული დემოკრატიზაციისადმი და პოლიტიკური ინსტიტუტების მოდერნიზაციისადმი მტკიცე ერთგეულების დემონსტრირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განახლებას.

ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ხმის მისაცემად საპარლამენტო არჩევნებზე ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოში თბილისში ორგანიზებულია საარჩევნო ოლქი № 277, რომელიც გახსნილი იქნება 2020 წლის 10 იანვარს 07:00 საათიდან - 20:00 საათამდე ადგილორბივი დრით.

საკუთარი თავის გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში შესაძლებელია საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსთვის მიმართვით ტელეფონის ნომერზე: 0322 255 20 00 და ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@mfa.kz.

ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

(R)