ანზორ მარგიანმა ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

ბათუმში იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, რომელმაც დევნილ ბავშვებს დამდეგი-შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

კომპაქტურ ჩასახლებებში ასევე იმყოფებოდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ნანა ჭანტურია.

აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით 3-დან 8- წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა