ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 160 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა 160 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მირიანაშვილმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცეს.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი აცხადებს, პანდემიის პირობებში მსგავსი დახმარება ორმაგად მნიშვნელოვანია.

„წინასაახალწლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს, ეს ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა, საახალწლო ნობათები დღეს 160-მა ოჯახმა მიიღო. პანდემიის პირობებში მსგავსი დახმარება ვფიქრობ ორმაგად მნიშვნელოვანია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდი ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ და შესაბამისი დახმარება გავუწიოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს. მსურს დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ბუბა გობეჯიშვილმა.

მათივე ცნობით, საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ.

„ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მოხუცებს საახალწლო ნობათები გოგი მეშველიანმა, ბუბა გობეჯიშვილმა და გიორგი მირიანაშვილმა პირადად მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო საჩუქრებს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებსა და მოხუცებს რამდენი წელია გადასცემს. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე და ის მომავალშიც გაგრძელდება. საახალწლო ნობათებისთვის მუნიციპალიტეტმა 5912 ლარი გამოყო“,-აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა