სენაკში ავტოავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

სენაკში ავტოავარიის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

სენაკში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს აქვს მსუბუქი ჭრილობა შუბლის არეში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.