აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

აჭარის მთავრობის მიერ კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მიერ უკვე შეძენილია პროდუქცია და მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაწყებულია ბენეფიციარებისთვის გადაცემა.

"მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორიც ჩაერთო (ეიჩ გრუფი, გრინ რიზორთ, დინამო ბათუმი, კომპანია მეტრო, მზიური გარდენს, ლამინი -ჯი) და მათი მონაწილეობით დამატებით, 2000 პირს წინასაახალწლოდ დაურიგდებათ სასურსათო კალათები.

პროდუქტების დარიგების და გადანაწილების პროცესში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის სათნოების სავანეს. თავშესაფრის ყველა მობინადრე თავს ჯანმრთელად გრძნობს.

პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით 50 000 მეტი სასურსათო კალათის და მედიკამენტების მიწოდება განხორციელდა. დარიგების პროცესში მოხალისეები, ახალგაზრდები და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართულები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა