ტიტე აროშიძემ და არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ტიტე აროშიძემ და არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, გზის საფარის დაგება დაიწყო. კეთდება ბორდიურები და ტროტუარები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, პარალელურად, დაწყებულია სვიშევსკის ქუჩაზე მდებარე შესახვევებისა და ჩიხების კეთილმოწყობაც, რაც მოსახლეობას წლობით გადაუჭრელ პრობლემებს მოუგვარებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე სკვერების, სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ.