ფოთში, ფონდ „ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - „გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს

ფოთში, ფონდ ,,ბილივის“ ორგანიზებით საახალწლო კამპანია - ,,გჯეროდეს სიკეთის” მიმდინარეობს. კამპანია სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებულ 40 ბავშვის დასახმარებლად ხორციელდება.

,,გჯეროდეს სიკეთის“ ფარგლებში, საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული და ნობათი უკვე გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს . “ბილივმა” ტრადიციულად, ახალი წელი მიულოცა მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლის აღსაზრდელებსაც. მათ ტკბილეულთან და საჩუქრებთან ერთად, პერსონალური კომპიუტერიც მიიღეს.

"მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძელებთ პატარა მეგობრებზე ზრუნვას. წელს გარდა შემომწირველებისა, ჩვენს კამპანიას, მოხალისე თოვლის ბაბუა და ფიფქიები ველოსიპედებით შემოუერთდნენ. მათი დახმარებით დავარიგეთ ნობათი და შევქმენით საახალწლო განწყობა ფოთში’’, - განაცხადა ფონდ „ბილივის“ საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა გვანცა გვაძაბიამ.

ამასთან, „ბილივმა“ საახალწლო ნობათი გადასცა ფოთის ყრუთა კავშირის 32 წევრს. საერთო ჯამში, საახალწლო კამპანია 100-მდე ადამიანს მოიცავს. კამპანია ,,გჯეროდეს სიკეთის“ ფონდ ,,ბილივის“ მეგობრების, ინდივიდუალური შემომწირველების და კერძო კომპანიების მხარდაჭერით ხორციელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს