ვიტამინი D3-ის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

ვიტამინი D3-ის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

უახლესი კვლევებით ვიტამინი D3 – ის როლი მწვავე რესპირაციული დაავადებების პრევენციის კუთხით უფრო და უფრო იკვეთება. ერთ-ერთი უახლესი კვლევის - Martineau at al. - ის მიხედვით, ვიტამინი D3 - ის მიღებამ, კვლევაში მონაწილე პრაქტიკულად ყველა პაციენტში, მწვავე რესპირაციული ინფექციების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთან, ვიტამინი D3 - ის დეფიციტის მქონე პირებში, რომლებიც ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად იღებდნენ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის შესაბამის დოზას, სარგებელი უფრო შესამჩნევი იყო.

სამედიცინო სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის რამდენიმე ძირითად გზას გვირჩევენ. კერძოდ: ვიტამინებით გაჯერებული საკვები, სტრესისგან თავის არიდება, ვარჯიში, ხარისხიანი და მოწესრიგებული ძილი და საჭირო საკვები დანამატების მიღება.

უკვე ათწლეულებია მედიკოსები აცხადებენ, რომ სტრესი და ზოგადი ნეგატიური განწყობა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, რესპირაციული ინფექციების მიმართ მიდრეკილებას ზრდის. მით უფრო თუ ამ ყველაფერს ვიტამინების დეფიციტიც ემატება.

ვირუსების გააქტიურების ფონზე, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ჯანსაღი კვებაა. რეკომენდირებულია, იმ სეზონური ხილისა და ბოსტნეულის სისტემატიური მიღება, რომელიც ორგანიზმისთვის ყველა საჭირო მინერალს, ვიტამინსა თუ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ასევე, დღის რაციონში, აუცილებელია შევიტანოთ ვიტამინი D3-ით მდიდარი პროდუქტები, როგორიც არის თევზი, კვერცხი, მცენარეული „რძის“ საკვები პროდუქტები (სოიო, ნუში, ბრინჯი), ტოფუ, სოკო და სხვა.

გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინი D3-ის დეფიციტის შევსება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს პროჰორმონს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე, არეგულირებს 200-ზე მეტი გენის მუშაობას და ხელს უწყობს ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, მისი მიღება აუცილებელია, როგორც ზრდისა და განვითარების პერიოდში (ჩვილობის ასაკიდან), ასევე ზრდასრულ ასაკშიც.

ვიტამინ D3-ს უდიდესი როლი აკისრია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებასა და ორგანიზმისთვის სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესის მართვაში, როგორიცაა იმუნური სისტემის ბალანსირებული ფუნქციონირება, ნივთიერებათა ცვლის რეგულირება, ნერვული სისტემის გამართული მუშაობა, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება და სხვა. ასევე, ვიტამინი D3 ზრდის ორგანიზმში „ბედნიერების ჰორმონის“ - სეროტონინის დონეს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ის წარმოადგენს ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სავალდებულო კომპონენტს. მისი დანამატის სახით მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის მინერალიზაციას და ამცირებს მოტეხილობების რისკს.

აღსანიშნავია, რომ ვიტამინი D3-ის მხოლოდ 10%-ის ათვისება არის შესაძლებელი საკვების გზით, ხოლო მისი მიღების ძირითად და ყველაზე ბუნებრივ წყაროს მზის ულტრაიისფერი სხივები წარმოადგენს (90%). ამიტომ, ზამთრის პერიოდში ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ ვიტამინი D3 - ის დეფიციტი და მედიკოსების რჩევით, აუცილებელია მისი საკვები დანამატების სახით შევსება. დეტრივიტი, წორედ ის საკვები დანამატია, რომელიც აღადგენს ორგანიზმში D3 ვიტამინის ბალანსს, აძლიერებს იმუნურ სისტემას , ამცირებს ავადობის რისკს და გვავსებს ენერგიით. დეტრივიტი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მისი მიღება რეკომენდებულია როგორც D3 ვიტამინის დეფიციტის პრევენციისთვის, ასევე მკურნალობისთვის.

(R)