რას გთავაზობს ალიზი გუდაური საახალწლო საჩუქრად?

15 იანვრამდე ალიზი გუდაურში შეძენილ აპარტამენტს საჩუქრად თხილამურების პერსონალური საცავი, თავისი სრული ეკიპირებით მოჰყვება.

ჩვენ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეკეთებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის და არჩევანი შევაჩერეთ სრულ კომფორტზე. გავითვალისწინეთ მათი სასრიალო გემოვნება და ვთავაზობთ, როგორც სათხილამურო, ასევე სნოუბორდის აქსესუარებს: სნოუბორდი ან თხილამური დამჭერებით, თხილამურის ან სნუბორდის ფეხსაცმელი, სასრიალო ჯოხები, ჩაფხუტი და სათვალე. სრულად აღჭურვილს შეგიძლიათ შეხვდეთ მომავალ ზამთრის სეზონს.

როდესაც აპარტამენტი უკვე გარემონტებული, ავეჯით, ტექნიკითა და აქსესუარებით სრულად მოწყობილი გხვდება, და თანაც, შენი პერსონალური სათხილამურო საცავიც სრულად აღჭურვილია ზამთრის ეკიპირებით, შენ მხოლოდ დასვენებაზე ფიქრი გრჩება.

მეტი კომფორტის შესაქმნელად გამოვიყენეთ ინოვაციური, ტექნოლოგიური სისტემები - ჭკვიანი კარი და თერმოსტატი.

მეპატრონეს ჭკვიანი კარის სისტემა აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად, მობილური აპლიკაციის საშუალებით აკონტროლოს თავისი აპარტამენტის კარის გაღება/დაკეტვა. სახლიდან გაუსვლელად, კოდის გაზიარებით შეუძლია უმასპინძლოს სტუმარს გუდაურში.

ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით კონტროლდება აპარტამენტში გათბობის სისტემაც.

ალიზი გუდაური თანამედროვე დიზაინის პროექტია, რომელიც ორ ბლოკს აერთიანებს და ჯამში 30 ბინისგან შედგება. მისი ორივე შენობის თითოეული აპარტამენტის ფანჯრიდან პანორამული ხედი იშლება. რაც მთავარია, პირველი სასრიალო ტრასიდან სულ რაღაც 270 მეტრში მდებარეობს, რაც მას Ski in /Ski Out უპირატესობასაც ანიჭებს. გვჯერა, რომ დეტალები მნიშვნელოვანია, ამიტომ ალიზი გუდაურის მშენებლობისთვის გამოყენებული ყველა მასალა მაღალი ხარისხისაა. მაღალი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი და ვიზუალური იერსახის ხანგრძლივად შენარჩუნება ჩვენთვის აუცილებელი პირობაა, რასაც პროექტირებისა და მასალების შერჩევისას ვითვალისწინებთ.

ჩვენ ვიზრუნებთ რემონტზე, ავეჯზე, ტექნიკასა და აქსესუარებზე - შენ იზრუნე დასვენებაზე!

კომპანია ალიზის გაყიდვების სამსახური - 032 2 43 42 43 გაყიდვების ოფისი - ო. ლორთქიფანიძის #4

(R)

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა