გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.

დეპუტატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მან სოციალური ქსელის საშუალებით, პატარა გოგონას, ქრისტინე აფაქიძის შესახებ შეიტყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და სურდა ნაძვის ხე, საკუთარ ოჯახში საახალწლო განწყობის შესაქმნელად. გოჩა ენუქიძე სოფელ ლესემაში, ქრისტინას და მის ოჯახს პირადად ესტუმრა - ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და ტკბილეულობა მიუტანა და დამდეგი 2021 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცა.

„ბავშვებს ყველაზე გულწრფელად და ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წელი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ახალ წელს, ახალი ნაძვის ხით, ამაღლებული განწყობით და კვლავ კეთილი სურვილებით შეხვდებიან“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სავნეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს