ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები 29 დეკემბერს გამოვლინდებიან

29 დეკემბერს, ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ათასწლეული ინოვაციის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელს უწყობს.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. მეორე ადგილზე გასული გუნდი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)-ს დაფინანსებით გაემგზავრება აშშ-ში რობოტიქსის და ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში. მესამე ადგილზე გასული გუნდი, საქპატენტის მხარდაჭერით მონაწილეობას მიიღებს ისრაელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნიონის საზაფხულო ბანაკში.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს დაასაჩუქრებენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, აკადემია „ლეტერატო“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.

„კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ STEM დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება. კონკურსში დღეისათვის 1,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეექვსედ ჩატარდა. 2019-20 წლის კონკურსში მონაწილეობა 350-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის პირველ ეტაპზე 88 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 59% - თბილისიდან, ხოლო 41% - რეგიონის სკოლებიდან. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს, ახალციხის, სენაკის, სიღნაღისა და საგარეჯოს სკოლებიდან, რომლებმაც დამოუკიდებელი კომისიის წინაშე წარადგინეს საკუთარი დასრულებული პროექტები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს