გერმანიაში კორონავირუსის 12 892 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 852 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 12 892 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 664 726-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 852 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 30 978-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით მკაცრი „ლოქდაუნი“ მოქმედებს.

ქვეყანაში, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მსგავსად, გუშინ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს